საქართველოდან ცხვრების ექსპორტი კვლავ მზარდია

© FB / Sergo Edisherashviliცხვრის ფარა კახეთში
ცხვრის ფარა კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
ქართული ცხვარი ფასობს ხორცის გემოს გამო, რადგან ბალახობს ალპური ზონის საძოვრებზე, სადაც უხვად არის სამკურნალო მცენარეები და ყვავილები.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. 2026 წლის ივნისში საქართველოდან 2,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 17,5 ათასი სული ცოცხალი ცხვრების ექსპორტი განხორციელდა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ერთი ცხვრის საშუალო საექსპორტო ფასმა ივნისში 120 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 24%-ით მეტია. ამასთან, ექსპორტირებული ცხვრის რაოდენობა 6,8-ჯერ აღემატება გასული წლის ივნისის მაჩვენებელს.
ქართული ცხვრის მთავარი მყიდველი აზერბაიჯანია, სადაც 9,1 ათასი სული გაიყიდა. მყიდველებს შორის ასევე არის ერაყი (4,8 ათასი სული), ქუვეითი (2,4 ათასი სული) და კატარი (1,2 ათასი სული).
ქართული ცხვარი ფასობს ხორცის გემოს გამო, რადგან ბალახობს ალპური ზონის საძოვრებზე, სადაც უხვად არის სამკურნალო მცენარეები და ყვავილები.
ყველა ახალი ამბავი
0