საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მილიარდერი და მეცენატი ხელისუფლებაში 2012 წლიდან, მის მიერ დაფუძნებულ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთან“ ერთად გამოჩნდა. ამიერიდან ივანიშვილი ცხოვრების ძველ სტილს უბრუნდება და მისი მთავარი საქმიანობა, როგორც ადრე, ქველმოქმედება იქნება.