https://sputnik-georgia.com/20250620/qartuli-ocneba-ivanisvilis-qonebrivi-deklaraciis-irgvliv-atexil-ajiotajs-exmaureba-293846868.html
„ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
„ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
Sputnik საქართველო
ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024... 20.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-20T19:44+0400
2025-06-20T19:44+0400
2025-06-20T19:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოცნება
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/17/290511041_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3397a671353bbf17df0e17318c715acc.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, როდესაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე საუბრობს, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.„ქართული ოცნება“ გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.როგორც მმართველ პარტიაში განმარტეს, ბიძინა ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო.„ქართულმა ოცნებამ“ შეახსენა „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „პირი ვალდებულია, თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია“. ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან, თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს ორი თვის ვადით.ამავე კანონის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია“.მე-11 მოწვევის პარლამენტმა 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე დეპუტატების, მათ შორის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს თავისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავებისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება ორ თვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/17/290511041_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_10bdc77093c12a7ca09f097b24a30664.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
„ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, როდესაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე საუბრობს, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.
როგორც მმართველ პარტიაში განმარტეს, ბიძინა ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო.
„ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან „რადიო თავისუფლებამაც“ გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა, სათაურით – „ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში”, - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ შეახსენა „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „პირი ვალდებულია, თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია“. ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან, თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს ორი თვის ვადით.
ამავე კანონის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია“.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე დეპუტატების, მათ შორის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს თავისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავებისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება ორ თვეს.