https://sputnik-georgia.com/20250123/es-politikaa-premieri-ivanisvilis-davaze-sveicariul-bankebtan-291867750.html
ეს პოლიტიკაა - პრემიერი ივანიშვილის დავაზე შვეიცარიულ ბანკებთან
ეს პოლიტიკაა - პრემიერი ივანიშვილის დავაზე შვეიცარიულ ბანკებთან
Sputnik საქართველო
საბანკო ანგარიშების ხელმისაწვდომობის საკითხი - ესაა შანტაჟის ინსტრუმენტი ივანიშვილის წინააღმდეგ, მიაჩნია პრემიერს 23.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-23T22:03+0400
2025-01-23T22:03+0400
2025-01-24T05:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268928781_100:54:1026:575_1920x0_80_0_0_3527585158d0defb32d04d47e5dbbd86.png
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. შვეიცარიულ ბანკებში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებთან დაკავშირებულ პრობლემებს პოლიტიკური საფუძველი აქვს და პირდაპირ უკავშირდება მეორე ფრონტის გახსნაზე უარს საქართველოს მხრიდან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ივანიშვილს პრობლემები შეექმნა Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომლებმაც უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე.მისი თქმით, ინტერესი ეხებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.„იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის, რეალურად, განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისი თქმით, ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის, თუმცა ეს ივანიშვილზე არ იმოქმედებს.„როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ეს კერძო დავაა და არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკას.ეს ივანიშვილის კერძო დავაა და ის საკითხებს კერძო დავის ფარგლებში უნდა წყვეტდეს და არ უნდა იყენებდეს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და თავის პარტიას საკუთარი ფულის დასაცავად, განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.ივანიშვილი და ბანკები2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ივანიშვილს პრობლემები შეექმნა Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომლებმაც უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში.Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ-ფონდებიდან შემოსული თანხები.ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ-ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. ხელშეკრულების მიხედვით, Julius Baer-ი ვალდებულია მიიღოს ზომები ჰეჯ -ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. თუმცა, ბანკი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ-ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ჰეჯ-ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად.ურთიერთობები Julius Baer-თან გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არადა, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.შემდეგ, 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, აღნიშნული საკითხი თუ რატომ დადგა დღის წესრიგში მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში არ დახურულა, ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.გარდა ამისა, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაექვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268928781_0:0:944:708_1920x0_80_0_0_227fe8a9575179eaef7e01d08f2346d4.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ეს პოლიტიკაა - პრემიერი ივანიშვილის დავაზე შვეიცარიულ ბანკებთან
22:03 23.01.2025 (განახლებულია: 05:04 24.01.2025) საბანკო ანგარიშების ხელმისაწვდომობის საკითხი - ესაა შანტაჟის ინსტრუმენტი ივანიშვილის წინააღმდეგ, მიაჩნია პრემიერს
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. შვეიცარიულ ბანკებში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებთან დაკავშირებულ პრობლემებს პოლიტიკური საფუძველი აქვს და პირდაპირ უკავშირდება მეორე ფრონტის გახსნაზე უარს საქართველოს მხრიდან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ივანიშვილს პრობლემები შეექმნა Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომლებმაც უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე.
„ეს პრობლემები შეიქმნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს მიმართ წამოვიდა კონკრეტული მოთხოვნა, რაზეც ჩვენ არ დავეთანხმეთ შესაბამის სუბიექტებს და ამასთან დაკავშირებით წარმოექმნა პრობლემები ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც, როდესაც გაიყინა თანხმები მის ანგარიშზე შვეიცარულ ბანკში. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ინტერესი ეხებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.
„იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის, რეალურად, განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის, თუმცა ეს ივანიშვილზე არ იმოქმედებს.
„როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ეს კერძო დავაა და არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკას.
ეს ივანიშვილის კერძო დავაა და ის საკითხებს კერძო დავის ფარგლებში უნდა წყვეტდეს და არ უნდა იყენებდეს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და თავის პარტიას საკუთარი ფულის დასაცავად, განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.
2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ივანიშვილს პრობლემები შეექმნა Credit Suisse-ის ტრასტებთან, რომლებმაც უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.
სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში.
Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ-ფონდებიდან შემოსული თანხები.
ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ-ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. ხელშეკრულების მიხედვით, Julius Baer-ი ვალდებულია მიიღოს ზომები ჰეჯ -ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. თუმცა, ბანკი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ-ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ჰეჯ-ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად.
ურთიერთობები Julius Baer-თან გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არადა, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.
შემდეგ, 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, აღნიშნული საკითხი თუ რატომ დადგა დღის წესრიგში მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში არ დახურულა, ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
გარდა ამისა, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაექვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები.