https://sputnik-georgia.com/20250412/oquasvilma-londonis-sasamartlosi-ivanisvilis-winaarmdeg-saqme-waago-292881102.html
ზაზა ოქუაშვილმა ლონდონის სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ საქმე წააგო
ზაზა ოქუაშვილმა ლონდონის სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ საქმე წააგო
Sputnik საქართველო
ბიზნესმენი სასამართლოს გზით მოითხოვდა კომპენსაციას თითქმის 50 მლნ დოლარის ოდენობით - დაკარგული მოგებისა და სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად. 12.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-12T20:55+0400
2025-04-12T20:55+0400
2025-04-12T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266767742_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_97cc90853b6e2a100fde1d7e718e2122.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. კომპანია Omega Group-ის მფლობელმა და ასევე ოპოზიციური „მთავარი არხის“ თანამფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში მმართველი პარტია „ქართული იცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო.დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ოქუაშვილი, რომელსაც 52 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, 2018 წელს აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ბიზნესზე ზეწოლას ახდენს. შემოსავლების სამსახურმა მაშინ Omega Group-ში შემავალი კომპანია Omega Group Tobacco-ს ანგარიშები დააყადაღა.ბიზნესმენი სასამართლოს გზით მოითხოვდა კომპენსაციას თითქმის 50 მლნ დოლარის ოდენობით - დაკარგული მოგებისა და სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად.ადვოკატები აცხადებდნენ, რომ 2015 წელს ივანიშვილმა დააშინა ბიზნესმენი და იძულებით გადაახდევინა 1,79 მლნ დოლარი იმ ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელიც მის კომპანიას 2004 წელს წინა ხელისუფლებისგან დაადგა.ოქუაშვილი ამტკიცებდა, რომ ის და მისი თანამშრომლები დავალიანების პრობლემის განხილვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ივანიშვილის სახლში შედგა, მილიარდერმა თითქოს ოქუაშვილს ვალის რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ 4 მილიონი ლარი სთხოვა.ივანიშვილის ადვოკატებმა ბრალდებები უარყვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ საქმე უსაფუძვლოა და მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. მოპასუხის ადვოკატები ასევე ამტკიცებდნენ, რომ დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია იურისდიქცია ამ საქმეზე და რომ ოქუაშვილი სასამართლო პროცესს იყენებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის პიარისა და დასავლური მედიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებს არ გააჩნიათ დავის განხილვის იურისდიქცია, რადგან ძირითადი მოვლენები განვითარდა საქართველოში და არ არსებობდა ინგლისური კანონის გამოყენების საფუძველი, ხოლო გამოძალვის, მუქარისა და კორპორატიული იძულების ბრალდებები იყო არადამაჯერებელი და არ იყო გამყარებული საკმარისი მტკიცებულებებით.სასამართლომ ასევე აღნიშნა სერიოზული პროცედურული ხარვეზები სარჩელის წარდგენისას, მათ შორის ის რომ მათ საწყის ეტაპზე გაკეთებულ განცხადებებში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაუმჟღავნეს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266767742_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_b4fa8d69546cddea89092157f224fce0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ბიძინა ივანიშვილი
ზაზა ოქუაშვილმა ლონდონის სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ საქმე წააგო
ბიზნესმენი სასამართლოს გზით მოითხოვდა კომპენსაციას თითქმის 50 მლნ დოლარის ოდენობით - დაკარგული მოგებისა და სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. კომპანია Omega Group-ის მფლობელმა და ასევე ოპოზიციური „მთავარი არხის“ თანამფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში მმართველი პარტია „ქართული იცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო.
დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ოქუაშვილი, რომელსაც 52 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, 2018 წელს აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ბიზნესზე ზეწოლას ახდენს. შემოსავლების სამსახურმა მაშინ Omega Group-ში შემავალი კომპანია Omega Group Tobacco-ს ანგარიშები დააყადაღა.
ბიზნესმენი სასამართლოს გზით მოითხოვდა კომპენსაციას თითქმის 50 მლნ დოლარის ოდენობით - დაკარგული მოგებისა და სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ 2015 წელს ივანიშვილმა დააშინა ბიზნესმენი და იძულებით გადაახდევინა 1,79 მლნ დოლარი იმ ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელიც მის კომპანიას 2004 წელს წინა ხელისუფლებისგან დაადგა.
ოქუაშვილი ამტკიცებდა, რომ ის და მისი თანამშრომლები დავალიანების პრობლემის განხილვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ივანიშვილის სახლში შედგა, მილიარდერმა თითქოს ოქუაშვილს ვალის რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ 4 მილიონი ლარი სთხოვა.
ივანიშვილის ადვოკატებმა ბრალდებები უარყვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ საქმე უსაფუძვლოა და მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. მოპასუხის ადვოკატები ასევე ამტკიცებდნენ, რომ დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია იურისდიქცია ამ საქმეზე და რომ ოქუაშვილი სასამართლო პროცესს იყენებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის პიარისა და დასავლური მედიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებს არ გააჩნიათ დავის განხილვის იურისდიქცია, რადგან ძირითადი მოვლენები განვითარდა საქართველოში და არ არსებობდა ინგლისური კანონის გამოყენების საფუძველი, ხოლო გამოძალვის, მუქარისა და კორპორატიული იძულების ბრალდებები იყო არადამაჯერებელი და არ იყო გამყარებული საკმარისი მტკიცებულებებით.
სასამართლომ ასევე აღნიშნა სერიოზული პროცედურული ხარვეზები სარჩელის წარდგენისას, მათ შორის ის რომ მათ საწყის ეტაპზე გაკეთებულ განცხადებებში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაუმჟღავნეს.