https://sputnik-georgia.com/20250601/xvica-kvaracxelias-gamarjvebas-saqartvelos-pirveli-pirebi-ulocaven-293601045.html
ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებას საქართველოს პირველი პირები ულოცავენ
ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებას საქართველოს პირველი პირები ულოცავენ
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა 01.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-01T02:00+0400
2025-06-01T02:00+0400
2025-06-01T02:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:248:1441:1058_1920x0_80_0_0_e590c1898b5e30eeb3d25a6921310bf1.jpg
თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოს პირველი პირები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ულოცავენ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის „პარი სენ-ჟერმენმა" მილანის „ინტერს" ანგარიშით 5:0 მოუგო.ქართველმა ვინგერმა „პსჟ“-ს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - მის ანგარიშზე მეოთხე გოლია, რომელიც 73-ე წუთზე გავიდა.ხვიჩა კვარაცხელიას, „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ულოცავს.„ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფინალში გამარჯვებას თბილისის მერი კახა კალაძეც ულოცავს.„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგას ისტორიაში პირველად იგებს.კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან" ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ" 70 მლნ ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მლნ მიიღო.კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც The Best FIFA Football Awards 2023-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" ფინალისტიც იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:113:1441:1193_1920x0_80_0_0_65274d44613fd4401a71f9d2fb07a337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი , კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი , კახა კალაძე
ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებას საქართველოს პირველი პირები ულოცავენ
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა
თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოს პირველი პირები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ულოცავენ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის „პარი სენ-ჟერმენმა" მილანის „ინტერს" ანგარიშით 5:0 მოუგო.
ქართველმა ვინგერმა „პსჟ“-ს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - მის ანგარიშზე მეოთხე გოლია, რომელიც 73-ე წუთზე გავიდა.
„ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა! ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია. მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
ხვიჩა კვარაცხელიას, „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ულოცავს.
„ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფინალში გამარჯვებას თბილისის მერი კახა კალაძეც ულოცავს.
„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგას ისტორიაში პირველად იგებს.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმეთან" ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა. აღნიშნულ ტრანსფერში ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა, იტალიურმა „ნაპოლიმ" 70 მლნ ევრო და ბონუსის სახით დამატებით 10 მლნ მიიღო.
კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც The Best FIFA Football Awards 2023-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" ფინალისტიც იყო.