https://sputnik-georgia.com/20250421/romis-papi-franciske-milionobit-adamianistvis-magaliti-iqneba-bizina-ivanisvili-292986749.html
რომის პაპი ფრანცისკე მილიონობით ადამიანისთვის მაგალითი იქნება - ბიძინა ივანიშვილი
რომის პაპი ფრანცისკე მილიონობით ადამიანისთვის მაგალითი იქნება - ბიძინა ივანიშვილი
Sputnik საქართველო
ივანიშვილმა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს და მთელი მსოფლიოს კათოლიკეებს სამძიმარი გამოუცხადა. 21.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-21T21:11+0400
2025-04-21T21:11+0400
2025-04-21T22:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
რომის პაპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/01/290151227_0:212:1472:1040_1920x0_80_0_0_89be487199c372de5d0c33796e88170f.jpg
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ომის პაპი ფრანცისკე მილიონობით ადამიანისთვის დარჩება როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, ნათქვამია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.ივანიშვილმა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს და მთელი მსოფლიოს კათოლიკეებს სამძიმარი გამოუცხადა. ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, ის 88 წლის ასაკში ვატიკანში თავის რეზიდენციაში 21 აპრილს გარდაიცვალა. წინა დღეს კი პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივანზე ინვალიდის ეტლით გამოიყვანეს. ის ქვემოთ შეკრებილ მორწმუნეებს მიესალმა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა.მან ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა „ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს“.პაპი თებერვლის შუა რიცხვებში რომში „ჯემელის“ კლინიკაში ბრონქიტის დიაგნოზით გადაიყვანეს, შემდგომში კვლევების შედეგად ორმხრივი პნევმონიის დასაწყისი აღმოაჩნდა. პონტიფიკოსმა საავადმყოფოში ხუთი კვირა გაატარა, გადაიტანა სასუნთქი გზების ოთხი კრიზი, ორჯერ იყო კრიტიკულ მდგომარეობაში.პაპად არჩევამდე, იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი. ის გახდა რომის პაპი 2013 წლის 13 მარტს, ბენედიქტე XVI-ს მიერ პაპის პოსტის დატოვების შემდეგ. ის იყო ახალი სამყაროს პირველი წარმომადგენელი, რომელიც წმინდა საყდარზე აირჩიეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/01/290151227_0:74:1472:1178_1920x0_80_0_0_bc3395866ab5d3be67af39c321f61c6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , რომის პაპი
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , რომის პაპი
რომის პაპი ფრანცისკე მილიონობით ადამიანისთვის მაგალითი იქნება - ბიძინა ივანიშვილი
21:11 21.04.2025 (განახლებულია: 22:03 21.04.2025) ივანიშვილმა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს და მთელი მსოფლიოს კათოლიკეებს სამძიმარი გამოუცხადა.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ომის პაპი ფრანცისკე მილიონობით ადამიანისთვის დარჩება როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, ნათქვამია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
ივანიშვილმა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს და მთელი მსოფლიოს კათოლიკეებს სამძიმარი გამოუცხადა. ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, ის 88 წლის ასაკში ვატიკანში თავის რეზიდენციაში 21 აპრილს გარდაიცვალა. წინა დღეს კი პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივანზე ინვალიდის ეტლით გამოიყვანეს. ის ქვემოთ შეკრებილ მორწმუნეებს მიესალმა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
„პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ. როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით ადამიანისთვის“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
მან ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა „ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს“.
პაპი თებერვლის შუა რიცხვებში რომში „ჯემელის“ კლინიკაში ბრონქიტის დიაგნოზით გადაიყვანეს, შემდგომში კვლევების შედეგად ორმხრივი პნევმონიის დასაწყისი აღმოაჩნდა. პონტიფიკოსმა საავადმყოფოში ხუთი კვირა გაატარა, გადაიტანა სასუნთქი გზების ოთხი კრიზი, ორჯერ იყო კრიტიკულ მდგომარეობაში.
პაპად არჩევამდე, იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი. ის გახდა რომის პაპი 2013 წლის 13 მარტს, ბენედიქტე XVI-ს მიერ პაპის პოსტის დატოვების შემდეგ. ის იყო ახალი სამყაროს პირველი წარმომადგენელი, რომელიც წმინდა საყდარზე აირჩიეს.