https://sputnik-georgia.com/20250123/saqartvelosi-ivanisvilis-yofili-partnioris-winaardeg-sasamartlo-procesi-daiwyo-detalebi-291867541.html
საქართველოში ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო - დეტალები
საქართველოში ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო - დეტალები
Sputnik საქართველო
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა მიითვისა ივანიშვილის კუთვნილი 8.986 ბიტკოინი, რომელთა ღირებულება დანაშაულის ჩადენის მომენტში 43 მილიონ დოლარს შეადგენდა 23.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-23T19:05+0400
2025-01-23T19:05+0400
2025-01-24T04:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლო
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250524479_0:83:3077:1814_1920x0_80_0_0_57247d285376c431dc0325eb058ae4c1.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო.ბრალდებული „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორ გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და 39,2 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, მან დაარწმუნა ივანიშვილი ბიტკოინის მაინინგში თანხა ჩაედო, შემდეგ კი შემოსავალი თავადვე მიითვისა. ბაჩიაშვილი ამჟამად გირაოს სანაცვლოდ თავისუფალია.არსებითი განხილვა ბრალდების და დაცვის მხარეების შესავალი სიტყვებით დაიწყო.სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები მტკიცებულებებით დასტურდება, მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი დოკუმენტურია.„გამოკვლეული იქნება ისეთი ხასიათის მტკიცებულებები, რაც ბრალდებულის მხრიდან ფაქტობრივად აღიარებას წარმოადგენს“, - განაცხადა სადრაძემ.ბაჩიაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ივანიშვილის მხრიდან მას გარიგება შესთავაზეს.მან განაცხადა, რომ ბრალდების წარდგენის შემდეგ ივანიშვილის წარმომადგენელმა მას გადასცა გარიგების შეთავაზება, რომელსაც მან „კრიმინალური შოჩიკი“ უწოდა.შეთავაზების თანახმად, რომელიც ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, დაზარალებული მხარე თანახმაა მიიღოს ბიტკოინების იმ თანხის 60%, რომელიც საბოლოოდ აისახა ბრალის დადგენილებაში.არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევაში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით.ბაჩიაშვილის საქმეპროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ზაფხულში ბაჩიაშვილმა ბიტკოინის მაინინგში 6,3 მილიონი დოლარი ჩადო, საიდანაც 5 მილიონი ივანიშვილის კუთვნილი თანხა იყო.ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმებით, მოგება მხარეებს შორის ჩადებული სახსრების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ერთწლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24.661,85 ბიტკოინი, საიდანაც, ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8.253,13 ბიტკოინს შეადგენდა. 2017 წლის ოქტომბერში ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული მოგებიდან მხოლოდ 536.900 დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი დარჩენილი 8.253,13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250524479_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_779ca133a124437f9832cfc2447b5bda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ბიძინა ივანიშვილი
საქართველოში ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო - დეტალები
19:05 23.01.2025 (განახლებულია: 04:36 24.01.2025) პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა მიითვისა ივანიშვილის კუთვნილი 8.986 ბიტკოინი, რომელთა ღირებულება დანაშაულის ჩადენის მომენტში 43 მილიონ დოლარს შეადგენდა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო.
ბრალდებული „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორ გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და 39,2 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, მან დაარწმუნა ივანიშვილი ბიტკოინის მაინინგში თანხა ჩაედო, შემდეგ კი შემოსავალი თავადვე მიითვისა. ბაჩიაშვილი ამჟამად გირაოს სანაცვლოდ თავისუფალია.
არსებითი განხილვა ბრალდების და დაცვის მხარეების შესავალი სიტყვებით დაიწყო.
„გიორგი ბაჩიაშვილმა ივანიშვილის კუთვნილი 8.986 ბიტკოინი მიითვისა. აღნიშნული ბიტკოინი 2017 წლის მდგომარეობით 43 მილიონ დოლარამდე შეადგენდა“, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები მტკიცებულებებით დასტურდება, მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი დოკუმენტურია.
„გამოკვლეული იქნება ისეთი ხასიათის მტკიცებულებები, რაც ბრალდებულის მხრიდან ფაქტობრივად აღიარებას წარმოადგენს“, - განაცხადა სადრაძემ.
ბაჩიაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ივანიშვილის მხრიდან მას გარიგება შესთავაზეს.
„ეს სასამართლო არანაირ კანონსა და სამართლიანობაზე არაა დაფუძნებული, რადგან ჩემს დასჯას, ანგარიშსწორებას და ფულის გამოძალვას ისახავს მიზნად, დასჯას იმისათვის, რომ ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი არ გავიზიარე და ჩემი ღირებულებების ერთგული დავრჩი“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მან განაცხადა, რომ ბრალდების წარდგენის შემდეგ ივანიშვილის წარმომადგენელმა მას გადასცა გარიგების შეთავაზება, რომელსაც მან „კრიმინალური შოჩიკი“ უწოდა.
შეთავაზების თანახმად, რომელიც ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, დაზარალებული მხარე თანახმაა მიიღოს ბიტკოინების იმ თანხის 60%, რომელიც საბოლოოდ აისახა ბრალის დადგენილებაში.
არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევაში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ზაფხულში ბაჩიაშვილმა ბიტკოინის მაინინგში 6,3 მილიონი დოლარი ჩადო, საიდანაც 5 მილიონი ივანიშვილის კუთვნილი თანხა იყო.
ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმებით, მოგება მხარეებს შორის ჩადებული სახსრების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.
ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ერთწლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24.661,85 ბიტკოინი, საიდანაც, ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8.253,13 ბიტკოინს შეადგენდა. 2017 წლის ოქტომბერში ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული მოგებიდან მხოლოდ 536.900 დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი დარჩენილი 8.253,13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.