https://sputnik-georgia.com/20250218/bidzina-ivanishvils-dabadebis-dges-uloocaven-292164526.html
საქართველოს პირველი პირები ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავენ
საქართველოს პირველი პირები ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავენ
Sputnik საქართველო
2023 წლიდან ივანიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარეა. 18.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-18T16:15+0400
2025-02-18T16:15+0400
2025-02-18T16:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/12/289067831_0:88:2048:1240_1920x0_80_0_0_8b76cd6f1df07ac35fef13ff3b67f0ba.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს და მადლობას ვუხდი ყველა იმ დიდი საქმისთვის, რომელიც საქართველოსთვის და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის უკეთებია, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.დღეს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართელოს" დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 69 წლის გახდა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, რომ არა ივანიშვილი, საქართველო და ქართველი ხალხი დღეს იქნებოდა გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში.მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს იუბილე მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ.კალაძის თქმით, ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა. ივანიშვილს დაბადების დღე ასევე მიულოცა პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ივანიშვილმა უშეცდომოდ განსაზღვრა ყველა პოლიტიკური სვლა, რომელიც წინა, ურთულესი წლების, საქართველოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვას სჭირდებოდა. 2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა და დააფუძნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად კოალიციაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.2012 წლის 25 ოქტომბერს ივანიშვილი აირჩიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად. 1 წლის შემდეგ მან საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სამოქალაქო სექტორს დაუბრუნდა.თუმცა, 2018 წლის მაისში ის დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2021 წელს ივანიშვილი კვლავ წავიდა პოლიტიკიდან, როგორც მან განაცხადა - სამუდამოდ. მაშინ მან აღნიშნა, რომ აქტივების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.ივანიშვილი 2023 წლის 30 დეკემბერს კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში - იგი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, გუნდის შიგნით გამოიგონონ დაპირისპირება“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით იგი აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და შეასრულოს სიმძიმის ცენტრის მისია.1995 წელს ივანიშვილმა მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ", რომლის მეშვეობით მან არაერთი პროექტი განახორციელა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/12/289067831_0:21:2048:1557_1920x0_80_0_0_8e6d61bd328d0599214ab70160475662.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს პირველი პირები ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავენ
2023 წლიდან ივანიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარეა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს და მადლობას ვუხდი ყველა იმ დიდი საქმისთვის, რომელიც საქართველოსთვის და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის უკეთებია, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
დღეს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართელოს" დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 69 წლის გახდა.
„ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ის, რაც ასე ძლიერ გვაკლდა საქართველოში - სახელმწიფო საქმის მოთმინებით კეთების კულტურა. მისი ლიდერობის პირობებში, ქვეყანამ ყველაზე რთული გამოწვევები წარმატებით დაძლია, თორმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობა შეინარჩუნა და სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია", - ნათქვამია კობახიძის მილოცვის ტექსტში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რომ არა ივანიშვილი, საქართველო და ქართველი ხალხი დღეს იქნებოდა გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში.
მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს იუბილე მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა.
„ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზაზე იყო უამრავი გამოწვევა, სანქციები, მუქარა და შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა მან, ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად ღირსეულად იარა ამ გზაზე, საქართველო აარიდა ომს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას", - დაწერა კალაძემ.
ივანიშვილს დაბადების დღე ასევე მიულოცა პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ივანიშვილმა უშეცდომოდ განსაზღვრა ყველა პოლიტიკური სვლა, რომელიც წინა, ურთულესი წლების, საქართველოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვას სჭირდებოდა.
„დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა საქართველოს სხვა ისტორია - ღირსეული, ამაყი, თავისუფალი და არა ვინმეზე დამოკიდებული, არა ვინმეს დავალებების შემსრულებელი, არამედ საკუთარი, ეროვნული ინტერესებით მოქმედი ქვეყნის უახლესი ისტორია! ამასთან შეძლო ეჩვენებინა პერსონალური უკომპრომისობის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც საქმე საკუთარ სამშობლოს ეხება", - დაწერა მდინარაძემ.
2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა და დააფუძნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად კოალიციაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.
2012 წლის 25 ოქტომბერს ივანიშვილი აირჩიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად. 1 წლის შემდეგ მან საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სამოქალაქო სექტორს დაუბრუნდა.
თუმცა, 2018 წლის მაისში ის დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2021 წელს ივანიშვილი კვლავ წავიდა პოლიტიკიდან, როგორც მან განაცხადა - სამუდამოდ. მაშინ მან აღნიშნა, რომ აქტივების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.
ივანიშვილი 2023 წლის 30 დეკემბერს კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში - იგი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, გუნდის შიგნით გამოიგონონ დაპირისპირება“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით იგი აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და შეასრულოს სიმძიმის ცენტრის მისია.
1995 წელს ივანიშვილმა მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ", რომლის მეშვეობით მან არაერთი პროექტი განახორციელა.