https://sputnik-georgia.com/20250203/ivanishvili-bachiashvilis-saqmeze-chvenebas-5-tebervals-miscems-291990119.html
ივანიშვილი ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე ჩვენებას დისტანციურად მისცემს
ივანიშვილი ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე ჩვენებას დისტანციურად მისცემს
Sputnik საქართველო
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორ გიორგი ბაჩიაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 03.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-03T16:15+0400
2025-02-03T16:15+0400
2025-02-03T16:15+0400
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/01/290151227_0:212:1472:1040_1920x0_80_0_0_89be487199c372de5d0c33796e88170f.jpg
თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად მისცემს ჩვენებას.თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გასულ თვეში დაიწყო. ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და 39,2 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, მან დაარწმუნა ივანიშვილი ბიტკოინის მაინინგში თანხა ჩაედო, შემდეგ კი შემოსავალი თავადვე მიითვისა. ბაჩიაშვილი ამჟამად გირაოს სანაცვლოდ თავისუფალია.დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ივანიშვილის, როგორც დაზარალებული პირის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა, მათ შორის, დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.დაცვის მხარის შეფასებით კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მმართველი პარტიის დამფუძნებელი 5 თებერვალს დისტანციურად დაიკითხება.ბაჩიაშვილის საქმეპროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ზაფხულში ბაჩიაშვილმა ბიტკოინის მაინინგში 6,3 მლნ დოლარი ჩადო, საიდანაც 5 მლნ ივანიშვილის კუთვნილი თანხა იყო.ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმებით, მოგება მხარეებს შორის ჩადებული სახსრების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ერთწლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა24.661,85 ბიტკოინი, საიდანაც, ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8.253,13 ბიტკოინს შეადგენდა. 2017 წლის ოქტომბერში ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული მოგებიდან მხოლოდ 536.900 დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი დარჩენილი 8.253,13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/01/290151227_0:74:1472:1178_1920x0_80_0_0_bc3395866ab5d3be67af39c321f61c6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
ივანიშვილი ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე ჩვენებას დისტანციურად მისცემს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორ გიორგი ბაჩიაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად მისცემს ჩვენებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გასულ თვეში დაიწყო. ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და 39,2 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, მან დაარწმუნა ივანიშვილი ბიტკოინის მაინინგში თანხა ჩაედო, შემდეგ კი შემოსავალი თავადვე მიითვისა. ბაჩიაშვილი ამჟამად გირაოს სანაცვლოდ თავისუფალია.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ივანიშვილის, როგორც დაზარალებული პირის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა, მათ შორის, დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.
დაცვის მხარის შეფასებით კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მმართველი პარტიის დამფუძნებელი 5 თებერვალს დისტანციურად დაიკითხება.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ზაფხულში ბაჩიაშვილმა ბიტკოინის მაინინგში 6,3 მლნ დოლარი ჩადო, საიდანაც 5 მლნ ივანიშვილის კუთვნილი თანხა იყო.
ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმებით, მოგება მხარეებს შორის ჩადებული სახსრების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.
ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ერთწლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა24.661,85 ბიტკოინი, საიდანაც, ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8.253,13 ბიტკოინს შეადგენდა. 2017 წლის ოქტომბერში ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული მოგებიდან მხოლოდ 536.900 დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი დარჩენილი 8.253,13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.