2018 წლის ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი 4 წლის ბავშვი მოკლული იპოვეს. მკვლელობაში 19 წლის მწყემს მალხაზ  კობაურს ედება ბრალი, რომელიც სმიტების ოჯახს გიდობას უწევდა.  გამოძიების ვერსიით, მწყემსმა ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა, მისი მეუღლე და ბავშვი ხეობის სიღრმეში შეიტყუა და მოულოდნელად რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ კობაურმა ოთხი წლის ბავშვი მოკლა. მან ბავშვს ჯერ მარჯვენა მხარსა და ბარძაყში ესროლა, შემდეგ მიბჯენით თავში. შემდეგ კობაურმა გააუპატიურა ლორა სმიტი და წყალში გაგუდა.  მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებ-გვერდზე. 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0