სმიტების ოჯახის მკვლელობა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა

© photo: Ryan Smith / FBსმიტების ოჯახი
სმიტების ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენ წელს გაატარებს ბრალდებული საპატიმროში, გორის სასამართლო გადაწყვეტს

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ხადას ხეობაში​ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ერთხმად დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში, გარდა ერთისა.

2018 წლის ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი 4 წლის ბავშვი მოკლული იპოვეს. მკვლელობაში 19 წლის კობაურს ედება ბრალი, რომელიც სმიტების ოჯახს გიდობას უწევდა. ნაფიცი მსაჯულები თავად ბრალდებულმა მოითხოვა.

სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
სმიტების ოჯახის მკვლელობა – საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავენ

საპატიმრო ვადის ხანგრძლივობას გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დაადგენს. სასამართლო მოსმენები სწორედ გორის სასამართლოში მიმდინარეობდა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 4 ივლისს კობაური ხადას ხეობაში რაიან და ლორა სმიტებს და მათ ოთხი წლის შვილს შეხვდა, რომლებიც ხეობაში ტურისტებად იმყოფებოდნენ. მწყემსმა ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა, მისი მეუღლე და ბავშვი ხეობის სიღრმეში შეიტყუა და მოულოდნელად რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიების ვერსიით, ამის შემდეგ კობაურმა ოთხი წლის ბავშვი მოკლა. მან ბავშვს ჯერ მარჯვენა მხარსა და ბარძაყში ესროლა, შემდეგ მიბრჯენით თავში. შემდეგ კობაურმა გააუპატიურა ლორა სმიტი და წყალში გაგუდა.

სმიტების ოჯახის მკვლელობა - ადვოკატს ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლისა ეშინია >>

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ სანადირო თოფის ლულაზე, რომლითაც იყო მოკლული სმიტების ოჯახი, 4 წლის ბავშვის გენეტიკური მასალა აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ გასროლა მიბრჯენით განხორციელდა.

კოლონია - Sputnik საქართველო
სმიტების მკვლელობა: მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა

ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ მოკლულების ცხედრებიდან ამოღებული საფანტის ფრაგმენტები ეკუთვნის იარაღის სწორედ იმ ტიპს, რომელიც მწყემსს ჰქონდა. გამომძიებლებმა საწვიმარში გახვეული თოფი მწყემსების დროებით საცხოვრისთან 30 მეტრში იპოვეს.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გაუპატიურების მუხლით.

აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0