სმიტების ოჯახის მკვლელობა - ადვოკატს ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლისა ეშინია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ტელესივრცეში ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დაკითხვის კადრები გავრცელდა

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. სმიტების ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემს მალხაზ კობაურის ჩვენებების გამოქვეყნება ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედებისკენ არის მიმართული, განაცხადა კობაურის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ ბრიფინგზე.

რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი 4 წლის ბავშვი ხადას ხეობაში მოკლული ივლისის დასაწყისში იპოვეს. მშობლების ცხედრები მალევე აღმოაჩინეს, ხოლო ბავშვის ადგილსამყოფელზე 19 წლის მწყემსმა მალხაზ კობაურმა მიუთითა, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე დღეში ბრალდებულის სახით დააკავეს. კობაურის თხოვნით საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რომელთა შერჩევა უკვე დასკვნით ფაზაშია. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ სასამართლო პროცესს აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
სმიტების ოჯახის მკვლელობის ქრონოლოგია – პროკურატურამ ახალი დეტალები გამოაქვეყნა

ტელეკომპანიებმა Imedi და Rustavi2 კვირას გაავრცელეს კობაურის დაკითხვის ვიდეოკადრები, სადაც ის სმიტების მკვლელობის დეტალებზე საუბრობს და აღიარებს ჩადენილს.

„რამდენიმე ტელეარხის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებითად საზიანოა მალხაზ კობაურისთვის; ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია, ერთი მხრივ, წარმოჩენილი იქნა დამახინჯებული ფორმით იმდაგვარად, რომ გატარებულიყო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ორგანოს, ამ შემთხვევაში პროკურატურის ინტერესები, რომ პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე ერთგვარი ირიბი ზემოქმედება მოეხდინა ამ პოტენციურ ნაფიც მსაჯულებზე", - განაცხადა მამულაშვილმა.

იურისტი არ გამორიცხავს, რომ ვიდეოკადრების გამოქვეყნების უკან, შესაძლოა, ხელისუფლება იდგეს.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სმიტების მკვლელობა - მხარეებმა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყეს

„საიდან აღმოჩნდა აღნიშნული მასალა „რუსთავი2"-ის ხელში? ეს ინფორმაცია ჰქონდა პირველ არხს, რომელიც მუშაობდა ჟურნალისტურ გამოძიებაზე, და არც ერთ ეტაპზე არ გაუხდია საჯარო. განა იმიტომ, რომ ეს საიდუმლოა, არამედ იმიტომ, რომ არის რაღაც დეტალები, რომელიც დახურულ სხდომაზე განიხილება და არა - საჯაროდ. ეს ვიღაცის თვითმიზანია ან გათვლილია სახელმწიფოს მხრიდან", - დასძინა მან.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გაუპატიურების მუხლით.

იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მსაჯულები მას ამ სასტიკი მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნობენ, მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0