სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები: ლორა სმიტი გაუპატიურებულია

© FB / National Center for Forensic Science. L. SamkharauliНациональный центр судебной экспертизы им. Л. Самхараули
Национальный центр судебной экспертизы им. Л. Самхараули - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასკვნის თანახმად, სმიტების 4 წლის შვილი მიბჯენით არის მოკლული

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ ისმატ სმიტი კი თოფის მიბჯენით მოკლა — სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ოჯახის ადვოკატებს გადაეცათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რაიან სმიტისა და მისი მეუღლის, ლარას ცხედრები რამდენიმე დღის წინ იპოვეს ხადას ხეობაში, ხოლო მათი 4 წლის შვილის სამარხზე პოლიციას 19 წლის მწყემსმა მალხაზ კობაურმა მიუთითა. ბავშვის ცხედარი 9 ივლისს იპოვეს. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძემ სმიტების ოჯახის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

სამართალდამცველებმა კობაური იმავე დღეს დააკავეს და სმიტების ოჯახის მკვლელობაში დასდეს ბრალი. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული გამოძიების დასრულებამდე დააკავა. 

ეს არ არის საბოლოო დასკვნა, უახლოეს მომავალში მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს.  

შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კობაურმა დანაშაული აღიარა, მაგრამ სასამართლოს დარბაზში კობაურმა თქვა, რომ სმიტები მას არ დაუხოცავს და დანაშაული ორმა უცნობმა მამაკაცმა ჩაიდინა. 

ბრალდებული: სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა — ვიდეო სასამართლოდან >>

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0