მამუკა ბახტაძემ სმიტების ოჯახის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

© FB / Mamuka Bakhtadze მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაიან სმიტისა და მისი მეუღლის, ლარას ცხედრები რამდენიმე დღის წინ იპოვეს ხადას ხეობაში, ხოლო მათი 4 წლის შვილის სამარხზე პოლიციას 19 წლის მწყემსმა მალხაზ კობაურმა მიუთითა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. სმიტების ოჯახის მკვლელობაში დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„სმიტების ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და აკეთებდა უამრავ კარგ საქმეს ჩვენი საზოგადოებისთვის გახდა შემზარავი სისასტიკის მსხვერპლი. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება ამ შემზარავი ფაქტის გამო და მივუსამძიმრო სმიტების ოჯახის ახლობლებსა და მეგობრებს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე.

რაიან სმიტისა და მისი მეუღლის, ლარას ცხედრები რამდენიმე დღის წინ იპოვეს ხადას ხეობაში, ხოლო მათი 4 წლის შვილის სამარხზე პოლიციას 19 წლის მწყემსმა მალხაზ კობაურმა მიუთითა. ბავშვის ცხედარი 9 ივლისს იპოვეს. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე სმიტების ოჯახის მკვლელობის გამო ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

სამართალდამცველებმა კობაური იმავე დღეს დააკავეს და სმიტების ოჯახის მკვლელობაში დასდეს ბრალი. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული გამოძიების დასრულებამდე დააკავა. 

შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 19 წლის მწყემსმა დანაშაული აღიარა, მაგრამ სასამართლოს დარბაზში კობაურმა თქვა, რომ სმიტები მას არ დაუხოცავს და დანაშაული ორმა უცნობმა მამაკაცმა ჩაიდინა. 

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მომხდარის ოფიციალურ ვერსიას, პროკურატურა ამტკიცებს, რომ 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე ბრალდებული კობაური ხადას ხეობაში სმიტების ოჯახს შეხვდა. სმიტებმა მას სთხოვეს, ჩანჩქერისკენ გზა ესწავლებინა. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ბრალდებული: სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა - ვიდეო სასამართლოდან

გზაში რაიან სმიტი მწყემსს ეჩხუბა, რომელიც გაბრაზდა და მას სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა. ამის შემდეგ მწყემსმა 4 წლის ბავშვისა და რაიანის მეუღლის მოკვლა გადაწყვიტა. ლორა გაიქცა და ამასობაში ხევში გადავარდა და დაიღუპა. მაშინ ბრალდებულმა ბავშვს ესროლა. მან მამაკაცის ცხედარი მდინარეში გადააგდო, ასევე წყალში გადაყარა მასრები. მოკლული ბავშვი ოჯახის პირად ნივთებთან ერთად გადამალა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0