ილია მეორე სმიტების ოჯახის მკვლელობის გამო ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის გამო ამერიკელ ხალხსა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყვითელი ლენტა დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
პროკურორი სმიტების ოჯახის მკვლელობის შესახებ

ორმაგი მოქალაქეობის (აშშ-სა და საქართველოს) მქონე რაიან და ლორა სმიტების გარდაცვალებისა და მათი ოთხი წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 7 ივლისს გავრცელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დანაშაული 6 ივლისს მოხდა. მამა-შვილი მოკლეს, დედა კი გაქცევისას ხევში ჩავარდა და დაიღუპა.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომობილი და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული 42 წლის ლორა სმიტი 6 ივლისს ავტომობილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ჩანჩქერის პირას გარდაცვლილი იპოვეს. მისი მეუღლის, 43 წლის რაიან სმიტის ცხედარი კი 7 ივლისს ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა 4 წლის ბავშვის ცხედარი ზვავში ჩამალული იპოვეს.

ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული: სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა>>>

პატრიარქმა სამძიმრის წერილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს გაუგზავნა.

„6 ივლისს სოფელ ხადაში დატრიალებულმა უბედურებამ ჩვენი საზოგადოება შეძრა. მსოფლიოშიც და ჩვენ ქვეყანაშიც გახშირებული მძიმე დანაშაულებების მიუხედავად, ხალხს მწვავე რეაქცია ჰქონდა, რადგან ტრაგედიის მსხვერპლი იყო მთელი ოჯახი, მით უმეტეს, სტუმრად მყოფი ოჯახი. ვუერთდებით საერთო განწყობას და საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას მომხდარის გამო და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს და ამერიკელ ხალხს“, — აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

რაიან და ლორა სმიტები მარნეულში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

სამართალდამცველებმა ამერიკელების მკვლელობის ფაქტზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0