ბრალდებული: სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა - ვიდეო სასამართლოდან

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალხაზ კობაური, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა, დანაშაულს არ აღიარებს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ორმაგი მოქალაქეობის (აშშ-სა და საქართველოს) მქონე რაიან და ლორა სმიტების გარდაცვალებისა და მათი ოთხი წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 7 ივლისს გავრცელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დანაშაული 6 ივლისს მოხდა. მამა-შვილი მოკლეს, დედა კი გაქცევისას ხევში ჩავარდა და დაიღუპა.

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
ახალი ვერსია: ხადას ხეობაში ნაპოვნი ამერიკის მოქალაქეები შესაძლოა მოკლულები იყვნენ

„შოკში ვართ" – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სმიტების ოჯახის მკვლელობის შესახებ>>>

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომობილი და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული 42 წლის ლორა სმიტი 6 ივლისს ავტომობილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ჩანჩქერის პირას გარდაცვლილი იპოვეს. მისი მეუღლის, 43 წლის რაიან სმიტის ცხედარი კი 7 ივლისს ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა 4 წლის ბავშვის ცხედარი ზვავში ჩამალული იპოვეს.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავეს. 

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება მცხეთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს მიიღო. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლო სხომაზე მალხაზ კობაურმა დანაშაული არ აღიარა. მისი თქმით, სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა, რომლებიც მასაც ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრნენ. შსს-ს მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი, კობაურმა დანაშაული აღიარა.

პატრული - Sputnik საქართველო
ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვი დამარხული იპოვეს

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

რაიან და ლორა სმიტები მარნეულში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0