"აღარ მინდა სიცოცხლე": სმიტების ოჯახის მკვლელის დედა სასამართლოს შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა

გამოწერა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა სასჯელის გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები მოვლენის ადგილიდან.

გორში სასამართლოს შენობასთან სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენის გამოცხადების დროს ინციდენტი მოხდა. ბრალდებულის დედა განაჩენის გამოტანის შემდეგ შეუძლოდ გახდა, ის სასამართლოს ტერიტორიიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა.

ექვსი წლის წინ საქართველოში დასახლებული ამერიკული ოჯახის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა და ის ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ დანაშაულად იქცა. გამოძიების მონაცემებით, რაიან და ლორა სმიტები და მათი ოთხი წლის შვილი გასული წლის ზაფხულში ხადას ხეობაში ადგილობრივმა მწყემსმა, 20 წლის მალხაზ კობაურმა დახოცა. ახალგაზრდა მამაკაცმა ტურისტების გიდობა ითავა და ოჯახი მიყრუებულ ადგილზე შეიტყუა. აქ მან დახოცა მამა და შვილი, რის შემდეგაც გააუპატიურა ლორა სმიტი და მდინარეში დაახრჩო. საქართველოში არ არსებობს სიკვდილით დასჯა, სასამართლომ ბრალდებული კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დასაჯა – მას უვადო პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის დედა ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ საოცრება მოხდებოდა. მას ახლაც არ სჯერა, რომ მისი შვილი ასეთი დანაშაულის ჩამდენი იყო. განაჩენის გამოტანის შემდეგ ქალი ყვიროდა, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0