სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

© Pixabay / WilliamChoკანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით გირგვლიანამდე კობაურის ინტერესებს სახაზინო ადვოკატები იცავდნენ

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ადვოკატი დავით გირგვლიანი ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს, ამის შესახებ განცხადებას თავად ადვოკატი საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.

გუშინ სმიტების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ ისმატ სმიტი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

Национальный центр судебной экспертизы им. Л. Самхараули - Sputnik საქართველო
სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები: ლორა სმიტი გაუპატიურებულია

დავით გირგვლიანი მიიჩნევს, რომ კობაურის დაცვის პროცესი მის გარეშე უნდა გაგრძელდეს. 

„ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზი კობაურის ინტერესებს. ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე! ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისათვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული! სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ!“, — წერს გირგვლიანი სოციალურ ქსელში.

დავით გირგვლიანამდე კობაურის ინტერესებს სახაზინო ადვოკატები იცავდნენ.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ბრალდებული: სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა - ვიდეო სასამართლოდან

ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, ასევე, მათი ოთხი წლის ვაჟი ქელებ ისმატ სმიტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში 8 ივლისს გარდაცვლილები იპოვეს. ოჯახის ძებნის ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ივლისს  „112“–ში შეტყობინება შევიდა, რომ მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. 

სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულმა ჩადენილ დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით უარყო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 19 წლის მწყემსმა  სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტსა და   მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულმა  მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვანის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული  თავისუფლების უვადო  აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0