სმიტების ოჯახის მკვლელობა: ცნობილია სასჯელის გამოცხადების თარიღი

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის მალხაზ კობაურის დედა აცხადებს, რომ ნაფიცი მსაჯულები პროკურატურის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. გორის რაიონული სასამართლო ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის მალხაზ კობაურის საქმესთან დაკავშირებით სასჯელის ზომას ოთხშაბათს გამოაცხადებს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

სმიტების ოჯახის მკვლელობა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა>>>

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კობაური ერთხმად ცნო დამნაშავედ რაიან სმიტის, მისი მეუღლე ლორასა და ოთხი წლის შვილის მკვლელობაში.

2018 წლის ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი 4 წლის ბავშვი მოკლული იპოვეს. მკვლელობაში 19 წლის კობაურს ედება ბრალი, რომელიც სმიტების ოჯახს გიდობას უწევდა. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სმიტების მკვლელობა: როგორი იქნება ნაფიცი მსაჯულების საბოლოო განაჩენი

„აქვე მინდა განვმარტო, რომ, ბუნებრივია, ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება. იმ დღიდან, როდესაც პასუხისგებაში მიეცა მალხაზ კობაური, ბრალდების მხარე აღნიშნავდა, რომ საქმეზე მოპოვებული იქნა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებდა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მალხაზ კობაურმა“, – განაცხადა პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.

თუმცა, კობაურის დედა მარინა მარტიაშვილი მისი შვილის უდანაშაულობის მტკიცებას აგრძელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„სირცხვილია. მარტო ამდენ დანაშაულს როგორ ჩაიდენდა. პროკურატურის მტკიცებულებები იყო ტყუილები. იქ რა მოხდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ეს იყო კარგად დადგმული მკვლელობა, სამხილები ისე დააკავშირეს, რომ მალხაზია დამნაშავე. ნაფიცი მსაჯულები იყვნენ პროკურატურისგან ზეწოლის ქვეშ“, – განაცხადა მალხაზ კობაურის დედამ ჟურნალისტებთან.

პროკურატურა უვადო პატიმრობას მოითხოვს.

© Sputnik / Levan Avlabreliსამოქალაქო პანაშვიდი აშშ-ის საელჩოსთან
სმიტების ოჯახის მკვლელობა: ცნობილია სასჯელის გამოცხადების თარიღი - Sputnik საქართველო
სამოქალაქო პანაშვიდი აშშ-ის საელჩოსთან

„ვინაიდან ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, მოტივი ამ დანაშაულის არის შეუწყნარებელი და გაუგონარი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი სამართლიანი სასჯელი იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ჩვენ მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას”, – განაცხადა დათუკიშვილმა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 4 ივლისს კობაური ხადას ხეობაში რაიან და ლორა სმიტებს და მათ ოთხი წლის შვილს შეხვდა, რომლებიც ხეობაში ტურისტებად იმყოფებოდნენ. მწყემსმა ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა, მისი მეუღლე და ბავშვი ხეობის სიღრმეში შეიტყუა და მოულოდნელად რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
სმიტების ოჯახის მკვლელობის ქრონოლოგია – პროკურატურამ ახალი დეტალები გამოაქვეყნა

გამოძიების ვერსიით, ამის შემდეგ კობაურმა ოთხი წლის ბავშვი მოკლა. მან ბავშვს ჯერ მარჯვენა მხარსა და ბარძაყში ესროლა, შემდეგ მიბჯენით თავში. შემდეგ კობაურმა გააუპატიურა ლორა სმიტი და წყალში გაგუდა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ სანადირო თოფის ლულაზე, რომლითაც იყო მოკლული სმიტების ოჯახი, 4 წლის ბავშვის გენეტიკური მასალა აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ გასროლა მიბჯენით განხორციელდა.

ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ მოკლულების ცხედრებიდან ამოღებული საფანტის ფრაგმენტები ეკუთვნის იარაღის სწორედ იმ ტიპს, რომელიც მწყემსს ჰქონდა. გამომძიებლებმა საწვიმარში გახვეული თოფი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან 30 მეტრში იპოვეს.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გაუპატიურების მუხლით.

აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0