სმიტების მკვლელობა: ბრალდებული შერაცხადია

გამოწერა
НовостиTelegram
ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული გლდანის ციხეში გადაიყვანეს

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური, რომელსაც სმიტების ოჯახის მკვლელობა ედება ბრალად, ჯანმრთელად აღიარა, განუცხადა ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

რაიან სმიტისა და მისი მეუღლის, ლარას ცხედრები 7 და 8 ივლისს ხადას ხეობაში იპოვეს, ხოლო მათი 4 წლის შვილის სამარხზე პოლიციას დაკავებულმა 19 წლის მწყემსმა მალხაზ კობაურმა მიუთითა — ბავშვის ცხედარი 9 ივლისს იპოვეს.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა >>

ფსიქიატრიული ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით დაინიშნა.

„კოლეგიამ შეაფასა, თუ ფსიქიკურად რამდენად გაწონასწორებული და ქმედუნარიანია, აქვს თუ არა რაიმე პრობლემები მას, ვგულისხმობ ფსიქიკას, და ამით ამოიწურა აღნიშნული კვლევა. კობაურს დღესვე გადაიყვანენ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. ექსპერტებთან ზეპირი გასაუბრებიდან გამომდინარე გადაჭრით შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, ბატონი კობაური არის ჯანმრთელი“, — განუცხადა კობაიძემ ჟურნალისტებს.

სმიტების ოჯახი - Sputnik საქართველო
სმიტების ოჯახის მკვლელობა საქართველოში: 19 წლის მწყემსი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

პროკურატურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 19 წლის მწყემსმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტსა და   მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულმა  მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვანის ცხედარი ზვავში დამალა.

ექსპერტიზის მტკიცებით, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ ისმატ სმიტი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ლორა და რაიან სმიტები საქართველოში აშშ-დან ექვსი წლის წინ გადმოვიდნენ. ისინი მარნეულის რაიონში ცხოვრობდნენ. 2012 წელს ამერიკულ მოქალაქეობასთან ერთად, მათ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს. დუშეთში ოჯახი დასასვენებლად და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების სანახავად გაემგზავრა.

სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები: ლორა სმიტი გაუპატიურებულია >>

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მწყემსი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.


ყველა ახალი ამბავი
0