სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ბედს ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ

© Pixabay / WilliamChoკანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალხაზ კობაურს ბრალი სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ედება.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის მალხაზ კობაურის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მალხაზ კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მწყემსი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

კოლონია - Sputnik საქართველო
სმიტების მკვლელობა: მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა

კობაურის საქმე ნაფიც მსაჯულებს განსახილველად მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადასცა.

მხარეები ნაფიც მსაჯულებს 2018 წლის 3 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში შეარჩევენ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში 2010 წელს შეიქმნა. ასეთ სასამართლოზე საქმის განხილვა ბრალდებულებს სურვილის მიხედვით შეუძლიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები ამომრჩეველთა სიიდან ირჩევიან. სასამართლო მაქსიმუმ 12 ადამიანისგან შედგება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა არ უნდა იყოს:

• ექვს ადამიანზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ საქმე ნაკლებ მძიმე დანაშაულს ეხება;

• რვა ადამიანზე ნაკლები – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში;

• ათ ადამიანზე ნაკლები – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სმიტების მკვლელობა: საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა

საბრალდებო ვერდიქტის გამოსატანად ხმათა სამი მეოთხედია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი.

განსაკუთრებით მძიმე საქმეში კი განაჩენის გამოტანისას სასამართლო უნდა შედგებოდეს 12 კაცისგან და ვერდიქტი აუცილებლად უნდა იყოს ერთსულოვანი.

ვერდიქტის გამოტანის შემდეგ მოსამართლე ცალკე სხდომაზე, რომელშიც ორივე მხარე მონაწილეობს, არჩევს სასჯელს ბრალდებულისთვის. მსაჯულთა გამამართლებელი ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო გამამტყუნებელი ვერდიქტი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ საკასაციო წესით.

რაც შეეხება საქმის მასალებს, გამოძიების მონაცემებით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში კობაური შეხვდა სმიტების ოჯახს, რომელმაც მას ჩანჩქერამდე გაყოლა სთხოვა. გზაში რაიან სმიტს შეკამათება მოუვიდა მწყემსთან, რომელიც მასზე განაწყენდა და სანადირო თოფიდან ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

სმიტების ოჯახის მკვლელობა – ბრალდებული სქესობრივი უძლურების შესახებ აცხადებს>>>

ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. მაშინ ბრალდებულმა ბავშვს მიბრჯნით ესროლა და მოკლა.

მკვლელობაში ბრალდებულმა რაიან სმიტის ცხედარი და მასრები მდინარეში გადაყარა, ხოლო ბავშვის ცხედარი და მათი პირადი ნივთები პატარა ქვაბულში გადამალა.

ლორა და რაიან სმიტები საქართველოში აშშ-დან ექვსი წლის წინ გადმოვიდნენ. ისინი მარნეულის რაიონში ცხოვრობდნენ. 2012 წელს ამერიკულ მოქალაქეობასთან ერთად მათ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს. დუშეთში ოჯახი დასასვენებლად და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების სანახავად გაემგზავრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0