„კობაური საქართველოს წინააღმდეგ" – სმიტების საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის მალხაზ კობაურს თავისუფლების უვადო აღკვეთა აქვს მისჯილი.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სმიტების ოჯახის გახმაურებული მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი მალხაზ კობაური სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

აღარ მინდა სიცოცხლე - სმიტების ოჯახის მკვლელის დედა სასამართლოს შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა - Sputnik საქართველო
"აღარ მინდა სიცოცხლე": სმიტების ოჯახის მკვლელის დედა სასამართლოს შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა

2018 წლის ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი ოთხი წლის ბავშვი მოკლული იპოვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს, რომელიც სმიტების ოჯახს გიდობას უწევდა.

მალხაზ კობაურის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სარჩელი სახელწოდებით „კობაური საქართველოს წინააღმდეგ" დღეს გადაიგზავნება, მანამდე კი ის საზოგადოებას პროცედურულ დეტალებს გააცნობს.

„სამწუხაროდ, ყველანაირი პროცედურული ნორმები დაირღვა როგორც ბრალდების მხარის, ასევე სასამართლოს მხრიდან. ამიტომ ჩვენ გავასაჩივრებთ და საქმეს დაერქმევა "კობაური საქართველოს წინააღმდეგ". ასევე ის ითხოვს იმ წერილს, რომელიც რაიან სმიტის დედამ ლინ სმიტმა გამოგზავნა. მას ეს წერილი მხოლოდ წაუკითხეს და არ მისცეს საშუალება, რომ დაეტოვებინა“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატი კობაურის სხვა საკანში გადაყვანასაც ითხოვს.

„მასთან ერთად არის კიდევ ერთი მსჯავრდებული, რომელიც საკანში ყველაფერს ამტვრევს და კობაურს ეშინია, მას არ დაბრალდეს“, – განაცხადა კობაიძემ.

19 წლის მალხაზ კობაურს გორის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების უვადო აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 4 ივლისს კობაური ხადას ხეობაში რაიან და ლორა სმიტებს და მათ ოთხი წლის შვილს შეხვდა, რომლებიც ხეობაში ტურისტებად იმყოფებოდნენ. მწყემსმა ლორა სმიტის გაუპატიურება გადაწყვიტა, მისი მეუღლე და ბავშვი ხეობის სიღრმეში შეიტყუა და მოულოდნელად რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გორის სასამართლო - Sputnik საქართველო
მალხაზ კობაურს თავისუფლების უვადო აღკვეთა შეუფარდეს

გამოძიების ვერსიით, ამის შემდეგ კობაურმა ოთხი წლის ბავშვიც მოკლა. მან ბავშვს ჯერ მარჯვენა მხარსა და ბარძაყში ესროლა, შემდეგ მიბჯენით თავში. შემდეგ კობაურმა გააუპატიურა ლორა სმიტი და წყალში დაახრჩო.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ სანადირო თოფის ლულაზე, რომლითაც იყო მოკლული სმიტების ოჯახი, 4 წლის ბავშვის გენეტიკური მასალა აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ გასროლა მიბჯენით განხორციელდა.

ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ მოკლულების ცხედრებიდან ამოღებული საფანტის ფრაგმენტები ეკუთვნის იარაღის სწორედ იმ ტიპს, რომელიც მწყემსს ჰქონდა. გამომძიებლებმა საწვიმარში გახვეული თოფი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან 30 მეტრში იპოვეს.

მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას და ასევე გაუპატიურებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0