UNESCO (იუნესკო)გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, გაეროს სპეციალიზებული სააგენტო.
მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად. ორგანიზაცია დაარსდა 1945 წელს. მისი შტაბ–ბინა მდებარეობს საფრანგეთში, პარიზში. 2011 წლის მონაცემებით, იუნესკო აერთიანებს 195 ქვეყანას. ორგანიაციას აქვს 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი მთელ მსოფლიოში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გაეროს წევრი ხდება, ავტომატურად ხდება იუნესკოს წევრიც და ასევე, გაეროს დატოვების შემთხვევაში, ავტომატურად ტოვებს იუნესკოს. იუნესკოს ოფიციალური ენებია: ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული. იუნესკოს ხელმძღვანელი ორგანოებია გენერალური კონფერენცია და აღმასრულებელი საბჭო. აღმასრულებელი ორგანოა სამდივნო.
გაეცანით ახალ ამბებს იუნესკოს საქმიანობის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.