https://sputnik-georgia.com/20251103/kolxetis-parki-world-travel-awards-gamarjvebulia-295639801.html
კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards-ის გამარჯვებულია - ვიდეო
კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards-ის გამარჯვებულია - ვიდეო
Sputnik საქართველო
პრესტიჟულ საერთაშორისო პრემია World Travel Awards-ზე კოლხეთის ეროვნული პარკი „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2025″-ის ტიტულის მფლობელი გახდა. 03.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-03T12:00+0400
2025-11-03T12:00+0400
2025-11-03T12:00+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
იუნესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/03/295639632_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_cef33a1a32b8b119a7c36d431108d74c.jpg
ეს აღიარება აძლიერებს კოლხეთის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი სიმბოლოს მნიშვნელობას. დეტალები იხილეთ „Sputnik-საქართველოს" ვიდეოში.პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობს შორის. ის მოიცავს დაახლოებით 29 ათას ჰექტარს, მათ შორის რელიქტურ ჭაობებს, პალიასტომის ტბას და მდინარე ფიჩორის დელტას.კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს არის უნიკალური ეკოსისტემა, სადაც უძველესი კოლხეთის დროინდელი სახეობები ბინადრობს: 190-ზე მეტი სახეობის ფრინველი, იშვიათი ამფიბიები და მცენარეები, ხოლო თავად ტერიტორია სუბტროპიკული ბუნების ცოცხალ მუზეუმად ითვლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/03/295639632_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_0d42e9a59bbb6b94d989eae7c9ccbd2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, იუნესკო , видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, იუნესკო , видео
კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards-ის გამარჯვებულია - ვიდეო
პრესტიჟულ საერთაშორისო პრემია World Travel Awards-ზე კოლხეთის ეროვნული პარკი „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2025″-ის ტიტულის მფლობელი გახდა.
ეს აღიარება აძლიერებს კოლხეთის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი სიმბოლოს მნიშვნელობას. დეტალები იხილეთ „Sputnik-საქართველოს" ვიდეოში.
პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობს შორის. ის მოიცავს დაახლოებით 29 ათას ჰექტარს, მათ შორის რელიქტურ ჭაობებს, პალიასტომის ტბას და მდინარე ფიჩორის დელტას.
კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ეს არის უნიკალური ეკოსისტემა, სადაც უძველესი კოლხეთის დროინდელი სახეობები ბინადრობს: 190-ზე მეტი სახეობის ფრინველი, იშვიათი ამფიბიები და მცენარეები, ხოლო თავად ტერიტორია სუბტროპიკული ბუნების ცოცხალ მუზეუმად ითვლება.