გერმანიაში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე ორმა ქართულმა ქვევრის ღვინომ ოქროს მედალი მოიპოვა

© National Wine Agency of Georgiaღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
MUNDUS VINI გერმანიაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო კონკურსია, სადაც ღვინოებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ენოლოგები, სომელიეები და ღვინის მაგისტრები აფასებენ.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ღვინის კონკურს MUNDUS VINI Summer Tasting 2026-ზე კომპანია „ვაინ კახეთის" მიერ წარდგენილმა ღვინის ორივე სახეობამ ოქროს მედლები დაიმსახურა.
საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლებით დაჯილდოვდა „ვივი რქაწითელი ქვევრი" და „ვივი საფერავი ქვევრი".
„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო ჟიურიმ ჩვენი ორივე ღვინო ოქროს მედლით დააჯილდოვა. ეს შედეგი ქართული ქვევრის ღვინის ხარისხისა და პოტენციალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა,“ — განაცხადეს კომპანია „ვაინ კახეთში“.
MUNDUS VINI გერმანიაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო კონკურსია, სადაც ღვინოებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ენოლოგები, სომელიეები და ღვინის მაგისტრები აფასებენ.
კონკურსი ფარული დეგუსტაციის (blind tasting) პრინციპით მიმდინარეობს, სადაც ნიმუშების შეფასება ბრენდისა და მწარმოებლის იდენტიფიცირების გარეშე, მხოლოდ არომატის, გემოს, ბალანსისა და სტრუქტურის მიხედვით ხდება.
„ვაინ კახეთი“ ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით მაღალი ხარისხის ღვინოებს ქმნის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე.
საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხალხურ ხელოვნებაში, ასევე სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში, ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის სახეები.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენია კულტივირებული. მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმოშობისაა. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
ყველა ახალი ამბავი
0