https://sputnik-georgia.com/20230612/seertebul-statebs-unescosi-dabruneba-surs-278478322.html
აშშ-ს UNESCO-ში დაბრუნება და დავალიანების გადახდა სურს
აშშ-ს UNESCO-ში დაბრუნება და დავალიანების გადახდა სურს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა აცნობა UNESCO-ს, რომ სურს კვლავ შეუერთდეს ორგანიზაციას თითქმის ექვსი წლის შემდეგ, რაც ტრამპის... 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T12:27+0400
2023-06-12T12:27+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
იუნესკო
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/14/245291444_0:118:2260:1389_1920x0_80_0_0_4bc3f92d87fdc557adc58a947ca2b33c.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა აცნობა UNESCO-ს, რომ სურს კვლავ შეუერთდეს ორგანიზაციას თითქმის ექვსი წლის შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ მისი წევრობა შეწყვიტა, იუწყება Axios სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, 8 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში რიჩარდ ვერმამ იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს უკვე გაუგზავნა გეგმა ქვეყნის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ.ცნობილი ხდება, რომ იუნესკოს გენერალური დირექტორის ოფისს ორშაბათისთვის წევრი სახელმწიფოების ელჩთა რიგგარეშე შეხვედრა აქვს მოწვეული, რომლის დროსაც აზულე მათ „გადაუდებელ სტრატეგიულ ინფორმაციას მიაწვდის“.როგორც წყარო აცხადებს, აშშ-ს იუნესკოში დაბრუნება და დაგროვილი ვალების უკვე ახლავე გადახდის დაწყება სურს, რათა ნოემბრის არჩევნებზე იუნესკოს აღმასრულებელ საბჭოში ადგილის მოსაპოვებლად კენჭისყრაში მონაწილეობა შეძლოს.იუნესკოს წინაშე დავალიანება აშშ-ს მას შემდეგ წარმოეშვა, რაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ორგანიზაციის დაფინანსება შეწყვიტა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ იუნესკომ სრულუფლებიან წევრად მიიღო პალესტინა, რასაც ამერიკული კანონმდებლობა კრძალავდა.იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება კი დონალდ ტრამპმა მიიღო 2017 წელს. როგორც მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, ვაშინგტონი შეშფოთებული იყო იუნესკოში დავალიანების გაზრდით და ორგანიზაციაში ისრაელის საწინააღმედგო პოზიციის გაგრძელებით, და ამასთან მიაჩნდა, რომ ორგანიზაცია ფუნდამენტურ რეფორმებს საჭიროებდა.როგორც Axios წერს, იუნესკოში ხელახლა გაწევრიანება არის ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი — ძირითადად იმის მცდელობა, რომ დაუპირისპირდეს ჩინეთის მთავრობის მზარდ გავლენას გაეროს სააგენტოს დღის წესრიგზე.წყარო: Axios
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/14/245291444_126:0:2135:1507_1920x0_80_0_0_eea8e1a01558889e80826e2a3c2612df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , იუნესკო , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , იუნესკო , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა აცნობა UNESCO-ს, რომ სურს კვლავ შეუერთდეს ორგანიზაციას თითქმის ექვსი წლის შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ მისი წევრობა შეწყვიტა, იუწყება Axios სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 8 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში რიჩარდ ვერმამ იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს უკვე გაუგზავნა გეგმა ქვეყნის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ.
„გეგმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტსა და იუნესკოს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია, ასახავს აშშ-ის მიერ ვალის დაფარვისა და სააგენტოს აღმასრულებელ საბჭოში ხელახალი მიღების გრაფიკს“, — განუცხადა გამოცემას წყარომ.
ცნობილი ხდება, რომ იუნესკოს გენერალური დირექტორის ოფისს ორშაბათისთვის წევრი სახელმწიფოების ელჩთა რიგგარეშე შეხვედრა აქვს მოწვეული, რომლის დროსაც აზულე მათ „გადაუდებელ სტრატეგიულ ინფორმაციას მიაწვდის“.
როგორც წყარო აცხადებს, აშშ-ს იუნესკოში დაბრუნება და დაგროვილი ვალების უკვე ახლავე გადახდის დაწყება სურს, რათა ნოემბრის არჩევნებზე იუნესკოს აღმასრულებელ საბჭოში ადგილის მოსაპოვებლად კენჭისყრაში მონაწილეობა შეძლოს.
იუნესკოს წინაშე დავალიანება აშშ-ს მას შემდეგ წარმოეშვა, რაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ორგანიზაციის დაფინანსება შეწყვიტა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ იუნესკომ სრულუფლებიან წევრად მიიღო პალესტინა, რასაც ამერიკული კანონმდებლობა კრძალავდა.
იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება კი დონალდ ტრამპმა მიიღო 2017 წელს. როგორც მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, ვაშინგტონი შეშფოთებული იყო იუნესკოში დავალიანების გაზრდით და ორგანიზაციაში ისრაელის საწინააღმედგო პოზიციის გაგრძელებით, და ამასთან მიაჩნდა, რომ ორგანიზაცია ფუნდამენტურ რეფორმებს საჭიროებდა.
როგორც Axios წერს, იუნესკოში ხელახლა გაწევრიანება არის ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი — ძირითადად იმის მცდელობა, რომ დაუპირისპირდეს ჩინეთის მთავრობის მზარდ გავლენას გაეროს სააგენტოს დღის წესრიგზე.