https://sputnik-georgia.com/20251101/samaryandsi-qartuli-kulturuli-memkvudreobisadmi-mizrvnili-pavilioni-gaixsna-295628940.html
სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა
სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ექსპოზიცია ეძღვნება ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას. 01.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-01T19:11+0400
2025-11-01T19:11+0400
2025-11-01T23:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
იუნესკო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1d/295593542_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_fec83c0e7608e898f8d8cd1bc324ab6e.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში ქართული პავილიონი გაიხსნა, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.უწყების ცნობით, პავილიონი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული პოლიფონიური მუსიკის თანხლებით მიღება გაიმართა, რომელიც მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ღვინის დაყენების 8.000-წლიან ტრადიციასა და ქართული პოლიფონიური მუსიკის უნიკალურობაზე ისაუბრა. როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართული ღვინო და პოლიფონიური სიმღერა იუნესკოს მიერ აღიარებულია, როგორც კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და საქართველო ამაყობს, რომ ღვინის სამშობლოა. ექსპოზიცია ეძღვნება ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას - ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას. სამარყანდში ღონისძიებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მართავს. UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესია სამარყანდში 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით იმართება. კონფერენციას 194 ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი მონაწილე ესწრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1d/295593542_97:0:1918:1366_1920x0_80_0_0_38266e381afe6576c5ac1c4d75967c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იუნესკო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, იუნესკო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში
სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა
19:11 01.11.2025 (განახლებულია: 23:12 01.11.2025) ექსპოზიცია ეძღვნება ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში ქართული პავილიონი გაიხსნა, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.
უწყების ცნობით, პავილიონი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული პოლიფონიური მუსიკის თანხლებით მიღება გაიმართა, რომელიც მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ღვინის დაყენების 8.000-წლიან ტრადიციასა და ქართული პოლიფონიური მუსიკის უნიკალურობაზე ისაუბრა.
როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართული ღვინო და პოლიფონიური სიმღერა იუნესკოს მიერ აღიარებულია, როგორც კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და საქართველო ამაყობს, რომ ღვინის სამშობლოა.
ექსპოზიცია ეძღვნება ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას - ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.
სამარყანდში ღონისძიებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მართავს.
UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესია სამარყანდში 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით იმართება. კონფერენციას 194 ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი მონაწილე ესწრება.