https://sputnik-georgia.com/20251031/boworisvili-iuneskos-konferenciaze-kulotura-aris-is-rac-gamogvarcevs-ertmanetisgan-295615506.html
ბოჭორიშვილი იუნესკოს კონფერენციაზე: კულტურა არის ის, რაც გამოგვარჩევს ერთმანეთისგან
ბოჭორიშვილი იუნესკოს კონფერენციაზე: კულტურა არის ის, რაც გამოგვარჩევს ერთმანეთისგან
Sputnik საქართველო
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მონაწილეობს. 31.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-31T17:03+0400
2025-10-31T17:03+0400
2025-10-31T17:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 
იუნესკო 
კულტურა საქართველოში
განათლება საქართველოში  
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0b/293719038_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ff46fac39c80dfb5177055d31ce27a93.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. კულტურა არის ის, რაც გამოგვარჩევს ერთმანეთისგან და აყალიბებს იდენტობას, მისი დიდი ძალა მდგომარეობს გასაოცარ უნარში, დაგვაკავშიროს და გაგვაერთიანოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,მაკა ბოჭორიშვილმა სამარყანდში, იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე გამოსვლისას. კონფერენციაზე გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში იღებს მონაწილეობას სიტყვით საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საუკუნეების განმავლობაში თავისი მდიდარი და ცოცხალი ისტორიით საქართველომ შექმნა და შეინარჩუნა ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც აგრძელებს შთაგონებას და ამდიდრებს კაცობრიობას. ბოჭორიშვილის განცხადებით, პრინციპები, რომლითაც ხელმძღვანელობს იუნესკო - მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა, ღრმა მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. "ჩვენ ვაფასებთ იუნესკოს ძალისხმევას კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, კონფლიქტურ ზონებში კულტურით მანიპულაციისა და პროპაგანდის იარაღად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და დიალოგის ხელშეწყობისთვის, როგორც ერთადერთ ცხად გზას შერიგებისა და მშვიდობისკენ. ამ სულისკვეთებით, საქართველო რჩება მტკიცედ ერთგული მშვიდობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ", – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, განათლება, კულტურასა და მეცნიერებასთან ერთად, წარმოადგენს იუნესკოს მისიის გულს და ქმნის მდგრადი მშვიდობისა და განვითარების საფუძველს საქართველოსთვის. კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან, ოდრე აზულესთან. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და იუნესკოს შორის არსებული თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და განიხილეს ურთიერთობების შემდგომი პერსპექტივები. ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით 29 ოქტომბერს გაემგზავრა, ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა უზბეკ კოლეგას ბახტიორ საიდოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , იუნესკო , კულტურა საქართველოში, განათლება საქართველოში  
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , იუნესკო , კულტურა საქართველოში, განათლება საქართველოში  
ბოჭორიშვილი იუნესკოს კონფერენციაზე: კულტურა არის ის, რაც გამოგვარჩევს ერთმანეთისგან
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მონაწილეობს. 
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. კულტურა არის ის, რაც გამოგვარჩევს ერთმანეთისგან და აყალიბებს იდენტობას, მისი დიდი ძალა მდგომარეობს გასაოცარ უნარში, დაგვაკავშიროს და გაგვაერთიანოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,მაკა ბოჭორიშვილმა სამარყანდში, იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე გამოსვლისას. 
კონფერენციაზე გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში იღებს მონაწილეობას 
სიტყვით საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საუკუნეების განმავლობაში თავისი მდიდარი და ცოცხალი ისტორიით საქართველომ შექმნა და შეინარჩუნა ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც აგრძელებს შთაგონებას და ამდიდრებს კაცობრიობას. 
"საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის იყო არა მხოლოდ ტრანსპორტის ან ეკონომიკური გაცვლის დერეფანი, არამედ იდეების, ტრადიციებისა და ადამიანური კავშირების ხიდი", - განაცხადა მან. 
ბოჭორიშვილის განცხადებით, პრინციპები, რომლითაც ხელმძღვანელობს იუნესკო - მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა, ღრმა მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. 
"ჩვენ ვაფასებთ იუნესკოს ძალისხმევას კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, კონფლიქტურ ზონებში კულტურით მანიპულაციისა და პროპაგანდის იარაღად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და დიალოგის ხელშეწყობისთვის, როგორც ერთადერთ ცხად გზას შერიგებისა და მშვიდობისკენ. ამ სულისკვეთებით, საქართველო რჩება მტკიცედ ერთგული მშვიდობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ", – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 
მისი თქმით, განათლება, კულტურასა და მეცნიერებასთან ერთად, წარმოადგენს იუნესკოს მისიის გულს და ქმნის მდგრადი მშვიდობისა და განვითარების საფუძველს საქართველოსთვის. 
"განათლება არის ჩვენი პროგრესისა და გამძლეობის ქვაკუთხედი. 2025 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო უმაღლესი განათლების სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა უნივერსიტეტის მმართველობის მოდერნიზაციისთვის, აკადემიური ხარისხის გასაუმჯობესებლად და განათლების უკეთ შესაბამისობისთვის ჩვენი საზოგადოებისა და ეკონომიკის საჭიროებებთან. მოდერნიზებული უმაღლესი განათლების მოდელის დანერგვით საქართველო მიზნად ისახავს, უზრუნველყოს, რომ მისი უნივერსიტეტები გახდნენ ინოვაციის, რეგიონული განვითარების და სოციალური კეთილდღეობის ნამდვილი მამოძრავებლები", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 
კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან, ოდრე აზულესთან. 
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და იუნესკოს შორის არსებული თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და განიხილეს ურთიერთობების შემდგომი პერსპექტივები. 
ბოჭორიშვილი უზბეკეთში ვიზიტით 29 ოქტომბერს გაემგზავრა, ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა უზბეკ კოლეგას ბახტიორ საიდოვს.