https://sputnik-georgia.com/20251210/unesco-qartuli-xorbali-aramaterialuri-memkvidreobis-nusxashi-sheitana-296133541.html
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა
Sputnik საქართველო
„ქართული ხორბალი არის რიგით მეოთხე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. 10.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-10T12:00+0400
2025-12-10T12:00+0400
2025-12-10T12:00+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
იუნესკო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280217334_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_a7e8e13756ce2143c882b1eae90bcbaf.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. იუნესკომ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა. „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ არის რიგით მეოთხე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. აღნიშნულ ნუსხაშია ქართული პოლიფონიური მუსიკა (2001 წ.), ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) და „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ (2016 წ.).ქართულ ხორბალს უძველესი ისტორია გააჩნია. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ხორბლის უძველესი მარცვალი ჩვენი წელთაღრიცხვის VI-IV ათასწლეულებით თარიღდება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხორბლის ცნობილი 20 სახეობიდან ხუთი ქართული წარმოშობისაა. სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280217334_131:0:2862:2048_1920x0_80_0_0_ecc599c73c5c8d553c14f77bf0cde41a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, იუნესკო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, იუნესკო , საზოგადოება, ახალი ამბები
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა
„ქართული ხორბალი არის რიგით მეოთხე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. იუნესკომ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს.
„იუნესკოს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება. მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.
„ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ არის რიგით მეოთხე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. აღნიშნულ ნუსხაშია ქართული პოლიფონიური მუსიკა (2001 წ.), ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) და „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ (2016 წ.).
ქართულ ხორბალს უძველესი ისტორია გააჩნია. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ხორბლის უძველესი მარცვალი ჩვენი წელთაღრიცხვის VI-IV ათასწლეულებით თარიღდება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხორბლის ცნობილი 20 სახეობიდან ხუთი ქართული წარმოშობისაა. სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში.