https://sputnik-georgia.com/20250722/ashsh-iuneskodan-gasvlis-gadawyvetileba-miigo-294245060.html
აშშ-მ იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-მ იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო
Sputnik საქართველო
აშშ-ის გასვლა ორგანიზაციიდან 2026 წლის 31 დეკემბერს შევა ძალაში. ამ ვადამდე აშშ რჩება იუნესკოს სრულუფლებიან წევრად. 22.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-22T21:34+0400
2025-07-22T21:34+0400
2025-07-22T21:34+0400
აშშ
იუნესკო
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24442/52/244425217_0:132:3173:1916_1920x0_80_0_0_cc63adb155c03861ce6f7f192ce842a9.jpg
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება თეთრი სახლი.„პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, გამოიყვანოს შეერთებული შტატები UNESCO-დან, რადგან ის მხარს უჭერს „ვოუქ", საკამათო კულტურულ და სოციალურ საკითხებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება იმ საღ აზრს, რასაც ამერიკელებმა ნოემბერში მისცეს ხმა", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანა კელიმ.კელიმ დასძინა, რომ ტრამპი ყოველთვის ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს. ამასთან, ამერიკელ ლიდერს სურს უზრუნველყოს, რომ მისი ქვეყნის წევრობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ეროვნული ინტერესების შესაბამისი იყოს.თებერვალში სახელმწიფოს მეთაურმა მოითხოვა ორგანიზაციაში ამერიკის ყოფნის შეფასება.მიმდინარე წლის მაისში ტრამპმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში წამოაყენა ინიციატივა, რომელიც გაეროს ორგანიზაციებში აშშ-ის ვალდებულებების დიდი ნაწილისა და ყველა ნებაყოფლობითი შენატანების შეჩერებას ითვალისწინებდა. წინადადება ეხება ძირითად სტრუქტურებს, მათ შორის ჯანმოს, იუნესკოს და თავად ორგანიზაციის რეგულარულ ბიუჯეტს.იუნესკოს წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად, აშშ-ის გასვლა ორგანიზაციიდან 2026 წლის 31 დეკემბერს შევა ძალაში. ამ ვადამდე აშშ რჩება იუნესკოს სრულუფლებიან წევრად.აშშ და იუნესკოჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ქვეყანამ იუნესკოში წევრობის შეწყვეტის თაობაზე გამოაცხადა. 2023 წელს, როდესაც ჯო ბაიდენი ხელისუფლებაში იყო, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ქვეყანას ორგანიზაციაში დაბრუნება სურდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24442/52/244425217_221:0:2950:2047_1920x0_80_0_0_d6f3041c772a699904e362bb5a79f3a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , იუნესკო , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
აშშ , იუნესკო , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
აშშ-მ იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ის გასვლა ორგანიზაციიდან 2026 წლის 31 დეკემბერს შევა ძალაში. ამ ვადამდე აშშ რჩება იუნესკოს სრულუფლებიან წევრად.
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება თეთრი სახლი.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, გამოიყვანოს შეერთებული შტატები UNESCO-დან, რადგან ის მხარს უჭერს „ვოუქ", საკამათო კულტურულ და სოციალურ საკითხებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება იმ საღ აზრს, რასაც ამერიკელებმა ნოემბერში მისცეს ხმა", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანა კელიმ.
კელიმ დასძინა, რომ ტრამპი ყოველთვის ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს. ამასთან, ამერიკელ ლიდერს სურს უზრუნველყოს, რომ მისი ქვეყნის წევრობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ეროვნული ინტერესების შესაბამისი იყოს.
თებერვალში სახელმწიფოს მეთაურმა მოითხოვა ორგანიზაციაში ამერიკის ყოფნის შეფასება.
მიმდინარე წლის მაისში ტრამპმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში წამოაყენა ინიციატივა, რომელიც გაეროს ორგანიზაციებში აშშ-ის ვალდებულებების დიდი ნაწილისა და ყველა ნებაყოფლობითი შენატანების შეჩერებას ითვალისწინებდა. წინადადება ეხება ძირითად სტრუქტურებს, მათ შორის ჯანმოს, იუნესკოს და თავად ორგანიზაციის რეგულარულ ბიუჯეტს.
იუნესკოს წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად, აშშ-ის გასვლა ორგანიზაციიდან 2026 წლის 31 დეკემბერს შევა ძალაში. ამ ვადამდე აშშ რჩება იუნესკოს სრულუფლებიან წევრად.
ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ქვეყანამ იუნესკოში წევრობის შეწყვეტის თაობაზე გამოაცხადა.
2023 წელს, როდესაც ჯო ბაიდენი ხელისუფლებაში იყო, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ქვეყანას ორგანიზაციაში დაბრუნება სურდა.