ბაქო – აზერბაიჯანის დედაქალაქი. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება, ესენია: ძველი ქალაქი, კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ბაქოში სამ მილიონამდე მოსახლეა ლტოლვილებისა და დევნილების ჩათვლით. ქალაქის სახელი სპარსულიდან ითარგმნება, როგორ ქარიანი ადგილი. ბაქოს პირველად ისტორიულ წყაროებში მეხუთე საუკუნეში იხსნებენ. დღეს ბაქო ამიერკავკასიის უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ბაქოს უდიდესი ინდუსტრია არის ნავთობი. ნავთობის ექსპორტს აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს. ბაქო საფონდო ბირჟა აზერბაიჯანის უმსხვილესი საფონდო ბირჟაა. ბაქო კავკასიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია. ქალაქში მდებარეობს რამდენიმე დიდი სავჭრო ცენტრი. ბაქოს ღირსშესანიშნაობებს შორისაა: შეჰიდთა ხეივანი, ბაქოს ზოოპარკი, სახელმწიფო დროში მოედანი, იჩერი–შეჰერი, ყიზყალასი, შირვანშაჰების სასახლე და სხვა.
გაეცანით სიახლეებს ბაქოს შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.