https://sputnik-georgia.com/20260519/saqartvelom-da-azerbaijanma-partnioroba-daadastures-298725581.html
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველომ და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობა დაადასტურეს
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველომ და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობა დაადასტურეს
Sputnik საქართველო
სახელმწიფოების მეთაურებმა აღნიშნეს აზერბაიჯანისა და საქართველოს, როგორც მრავალი ქვეყნის დამაკავშირებელი ცენტრის მნიშვნელოვანი როლი და ამ მიმართულებით... 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T22:39+0400
2026-05-19T22:39+0400
2026-05-19T23:39+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ბაქო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23027/44/230274486_0:68:1500:912_1920x0_80_0_0_ee061d7972ba0449799141f9401b3243.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ ყოვლისმომცველ შეთანხმებებზე ხელმოწერით, საქართველომ და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყებამ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი კომუნიკე გამოაქვეყნა. დოკუმენტების ხელმოწერა ბაქოში 2026 წლის 18 მაისს პრემიერ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანდასწრებით შედგა.ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს, როგორც მრავალი ქვეყნის დამაკავშირებელი ცენტრის მნიშვნელოვანი როლი და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერილი დოკუმენტები მოიცავს მთავრობათაშორის შეთანხმებებს შემდეგ საკითხებზე:აღნიშნულ დოკუმენტებს შორისაა ასევე საკოორდინაციო საბჭოს ოქმი, რომელიც ადასტურებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში განხორციელებული მოდერნიზაციის პროცესის მიღება-ჩაბარებას და სამუშაოების დასრულებას.ზემოაღნიშნული მთავრობათაშორისი შეთანხმებების განსახორციელებლად, ორივე ქვეყნის შესაბამისმა სახელმწიფო ენერგოკომპანიებმა ხელი მოაწერეს პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ ვადებში სრულად გაწერილი შეთანხმებების ძირითად კომერციულ პირობებს და რომელთა გაფორმება მოხდება არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.გარდა ამისა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას SOCAR, SOCAR Midstream Operations LLC და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო შეთანხმების ძირითად პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის საქართველოს მონაკვეთის - მათ შორის სუფსის ნავთობტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების პირობებს.სარკინიგზო ხაზის მართვის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს ოქმით მოხდა ასევე შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოფიციალური გადაცემა ერთობლივი საწარმოსთვის - BTKI Railways LLC - რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული კავშირის გაძლიერების გზაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის 26 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება
საქართველო
აზერბაიჯანი
ბაქო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23027/44/230274486_106:0:1439:1000_1920x0_80_0_0_b33fe9ced5fcedd3be8660ba2400dbab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ბაქო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ბაქო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველომ და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობა დაადასტურეს
22:39 19.05.2026 (განახლებულია: 23:39 19.05.2026) სახელმწიფოების მეთაურებმა აღნიშნეს აზერბაიჯანისა და საქართველოს, როგორც მრავალი ქვეყნის დამაკავშირებელი ცენტრის მნიშვნელოვანი როლი და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ ყოვლისმომცველ შეთანხმებებზე ხელმოწერით, საქართველომ და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყებამ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი კომუნიკე გამოაქვეყნა. დოკუმენტების ხელმოწერა ბაქოში 2026 წლის 18 მაისს პრემიერ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანდასწრებით შედგა.
ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს, როგორც მრავალი ქვეყნის დამაკავშირებელი ცენტრის მნიშვნელოვანი როლი და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერილი დოკუმენტები მოიცავს მთავრობათაშორის შეთანხმებებს შემდეგ საკითხებზე:
საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ;
საერთაშორისო ბაზრებისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად სატრანზიტო დათქმების გაგრძელების შესახებ;
საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ;
საქართველოს ტერიტორიის გავლით - ტრანზიტის საშუალებით - თურქეთისადმი ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.
აღნიშნულ დოკუმენტებს შორისაა ასევე საკოორდინაციო საბჭოს ოქმი, რომელიც ადასტურებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში განხორციელებული მოდერნიზაციის პროცესის მიღება-ჩაბარებას და სამუშაოების დასრულებას.
ზემოაღნიშნული მთავრობათაშორისი შეთანხმებების განსახორციელებლად, ორივე ქვეყნის შესაბამისმა სახელმწიფო ენერგოკომპანიებმა ხელი მოაწერეს პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ ვადებში სრულად გაწერილი შეთანხმებების ძირითად კომერციულ პირობებს და რომელთა გაფორმება მოხდება არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას SOCAR, SOCAR Midstream Operations LLC და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო შეთანხმების ძირითად პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის საქართველოს მონაკვეთის - მათ შორის სუფსის ნავთობტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების პირობებს.
სარკინიგზო ხაზის მართვის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს ოქმით მოხდა ასევე შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოფიციალური გადაცემა ერთობლივი საწარმოსთვის - BTKI Railways LLC - რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული კავშირის გაძლიერების გზაზე.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის 26 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება