https://sputnik-georgia.com/20230516/baqo-tbilisi-karsis-saqartvelos-monakveti-daixura-277721759.html
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დაიხურა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დაიხურა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს რკინიგზის მშენებლობაში დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტირება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაანონსდა. 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T14:58+0400
2023-05-16T14:58+0400
2023-05-16T18:01+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
ბაქო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23833/73/238337318_0:300:5760:3540_1920x0_80_0_0_faa3e855c7051df2c093ffd97bb7e285.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ბაქო–თბილისი–ყარსის (BTK) რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი გენერალური კონტრაქტორის მიერ სამშენებლო სამუშაოების ტემპის აჩქარების გამო დაკეტილია, ნათქვამია მედიაპლატფორმა BMG-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, ქართულმა მხარემ სარკინიგზო ხაზის „მარაბდა–კარწახის“ მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან შეტყობინება მიიღო, რომლის თანახმად, 15 მაისის 24:00 საათიდან სარკინიგზო მიმოსვლაზე შეზღუდვა ამოქმედდა.რა ვადით დაიხურა „ბაქო–თბილისი–ყარსის“ რკინიგზა, უცნობია.ამ დროისათვის საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 86%-ია შესრულებული. მიმდინარე წელს რკინიგზის მშენებლობაში დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტირების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაანონსდა.საქართველოს სატრანზიტო როლი და პროექტები: ღარიბაშვილისა და ალიევის მთავარი გზავნილები>>>ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.BTK-ს სავარაუდო გამტარუნარიანობა წელიწადში მილიონ მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. შემდგომში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობამ, შესაძლოა, წელიწადში 3 მილიონი მგზავრი და 20 მლნ ტონა ტვირთი შეადგინოს.
საქართველო
აზერბაიჯანი
ბაქო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23833/73/238337318_320:0:5440:3840_1920x0_80_0_0_1384e2a5358a84aad9d3479497c14bf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, ბაქო , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, ბაქო , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დაიხურა
14:58 16.05.2023 (განახლებულია: 18:01 16.05.2023) მიმდინარე წელს რკინიგზის მშენებლობაში დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტირება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაანონსდა.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ბაქო–თბილისი–ყარსის (BTK) რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი გენერალური კონტრაქტორის მიერ სამშენებლო სამუშაოების ტემპის აჩქარების გამო დაკეტილია, ნათქვამია მედიაპლატფორმა BMG-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, ქართულმა მხარემ სარკინიგზო ხაზის „მარაბდა–კარწახის“ მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან შეტყობინება მიიღო, რომლის თანახმად, 15 მაისის 24:00 საათიდან სარკინიგზო მიმოსვლაზე შეზღუდვა ამოქმედდა.
„მატარებლების მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულების სურვილია“, – განუცხადეს BMG-ს „საქართველოს რკინიგზაში“.
რა ვადით დაიხურა „ბაქო–თბილისი–ყარსის“ რკინიგზა, უცნობია.
ამ დროისათვის საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 86%-ია შესრულებული. მიმდინარე წელს რკინიგზის მშენებლობაში დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტირების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაანონსდა.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
BTK-ს სავარაუდო გამტარუნარიანობა წელიწადში მილიონ მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. შემდგომში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობამ, შესაძლოა, წელიწადში 3 მილიონი მგზავრი და 20 მლნ ტონა ტვირთი შეადგინოს.