https://sputnik-georgia.com/20220603/baqodan-batumsi-pirdapiri-reisebi-ganaxlda-267112938.html
ბაქოდან ბათუმში პირდაპირი რეისები განახლდა
ბაქოდან ბათუმში პირდაპირი რეისები განახლდა
Sputnik საქართველო
პანდემიის შემდეგ ბაქო–ბათუმს შორის ეს პირველი რეისია. 03.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-03T18:33+0400
2022-06-03T18:33+0400
2022-06-03T22:50+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
ბათუმი
ბაქო
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260795_0:39:3500:2008_1920x0_80_0_0_2a2593bd3c74e7c894d78c3790605921.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. დღეს ავიაკომპანია „აზერბაიჯან ეარლაინმა" ბათუმში პირველი რეისი შეასრულა, რომელსაც ბაქოდან 100-მდე ტურისტი ჩამოჰყვა, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.უწყების ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ ბაქო–ბათუმს შორის ეს პირველი რეისია. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი სამჯერ შესრულდება, რაც რეგიონში აზერბაიჯანელი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.ავიაკომპანია „აზერბაიჯან ეარლაინსის" პირველ მგზავრებს აეროპორტში ფოლკლორული შოუთი დახვდნენ.აზერბაიჯანელ ტურისტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და აზერბაიჯანის კონსული პარვიზ ისმაილზადა დახვდნენ.ტაშკენტსა და ბათუმს შორის პირველი ავიარეისი შესრულდა>>მიმდინარე წელს ბათუმის აეროპორტში ფრენების რაოდენობის მზარდი დინამიკაა. არსებული მონაცემებით, ბათუმის მიმართულებით ფრენები ხუთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო: Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. მათ შორის ავიაკომპანიებმა Airbaltic და Uzbekistan Airways ფრენები წელს პირველად შეასრულეს რიგიდან და ტაშკენტიდან.ივნისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით 300-მდე ფრენააა დაგეგმილი 12 ქვეყნიდან.
საქართველო
ბათუმი
ბაქო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260795_385:0:3114:2047_1920x0_80_0_0_f2c2ea63a8d8608f7be5123675c852fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, ბათუმი , ბაქო , აზერბაიჯანი
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, ბათუმი , ბაქო , აზერბაიჯანი
ბაქოდან ბათუმში პირდაპირი რეისები განახლდა
18:33 03.06.2022 (განახლებულია: 22:50 03.06.2022) პანდემიის შემდეგ ბაქო–ბათუმს შორის ეს პირველი რეისია.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. დღეს ავიაკომპანია „აზერბაიჯან ეარლაინმა" ბათუმში პირველი რეისი შეასრულა, რომელსაც ბაქოდან 100-მდე ტურისტი ჩამოჰყვა, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ ბაქო–ბათუმს შორის ეს პირველი რეისია. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი სამჯერ შესრულდება, რაც რეგიონში აზერბაიჯანელი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.
ავიაკომპანია „აზერბაიჯან ეარლაინსის" პირველ მგზავრებს აეროპორტში ფოლკლორული შოუთი დახვდნენ.
აზერბაიჯანელ ტურისტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და აზერბაიჯანის კონსული პარვიზ ისმაილზადა დახვდნენ.
მიმდინარე წელს ბათუმის აეროპორტში ფრენების რაოდენობის მზარდი დინამიკაა. არსებული მონაცემებით, ბათუმის მიმართულებით ფრენები ხუთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო: Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. მათ შორის ავიაკომპანიებმა Airbaltic და Uzbekistan Airways ფრენები წელს პირველად შეასრულეს რიგიდან და ტაშკენტიდან.
ივნისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით 300-მდე ფრენააა დაგეგმილი 12 ქვეყნიდან.