https://sputnik-georgia.com/20220521/taskentsa-da-batums-soris-pirveli-aviareisi-sesrulda-266807886.html
ტაშკენტსა და ბათუმს შორის პირველი ავიარეისი შესრულდა
ტაშკენტსა და ბათუმს შორის პირველი ავიარეისი შესრულდა
Sputnik საქართველო
რეგულარული რეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
2022-05-21T19:45+0400
2022-05-21T19:45+0400
2023-08-03T17:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259635187_113:0:3500:1905_1920x0_80_0_0_4c34a58590a8a2c1b6a3d9ec7eb3fc99.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა პირველი ფრენა შესრულდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.ტაშკენტი–ბათუმი–ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისების შესრულება დღეს დაიწყო.Uzbekistan Airways-მა პირდაპირი რეისი ბათუმში ტაშკენტიდან განახორციელა. უზბეკ ტურისტებს ბათუმის აეროპორტში ფოლკლორ შოუთი და ხელოვნური „წვიმით“ დახვდნენ.ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ ფრენები რეგიონში უზბეკი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.ამასთან, უწყების ინფორმაციით, დღეიდან, ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს ავიაკომპანია Air Astana.ჯამში, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 250-ზე მეტი ფრენა 10-მდე ქვეყნიდან განხორციელდება.უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. ტაშკენტი–თბილისის საჰაერო ხაზზე კი რეისების შესრულება 2019 წელს დაიწყო.ტურიზმის სფერო კოროვირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, 2022 წელს მთავრობა ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენას გეგმავდა. იანვარი–აპრილის მონაცემებით, ტურიზმი უკვე დაახლოებით 69%-ით არის აღდგენილი და ტურიზმიდან ქვეყანამ უკვე მიიღო დაახლოებით 582 მლნ დოლარის შემოსავალი.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259635187_590:0:3130:1905_1920x0_80_0_0_7ec5c7e16bbd1b967bfcd68a8d4cb43a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტაშკენტი ბათუმი პირველი ავიარეისი აეროპორტი
ტაშკენტი ბათუმი პირველი ავიარეისი აეროპორტი
ტაშკენტსა და ბათუმს შორის პირველი ავიარეისი შესრულდა
19:45 21.05.2022 (განახლებულია: 17:43 03.08.2023) რეგულარული რეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა პირველი ფრენა შესრულდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ტაშკენტი–ბათუმი–ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისების შესრულება დღეს დაიწყო.
Uzbekistan Airways-მა პირდაპირი რეისი ბათუმში ტაშკენტიდან განახორციელა. უზბეკ ტურისტებს ბათუმის აეროპორტში ფოლკლორ შოუთი და ხელოვნური „წვიმით“ დახვდნენ.
ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ ფრენები რეგიონში უზბეკი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, დღეიდან, ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს ავიაკომპანია Air Astana.
ჯამში, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 250-ზე მეტი ფრენა 10-მდე ქვეყნიდან განხორციელდება.
უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. ტაშკენტი–თბილისის საჰაერო ხაზზე კი რეისების შესრულება 2019 წელს დაიწყო.
ტურიზმის სფერო კოროვირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, 2022 წელს მთავრობა ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენას გეგმავდა. იანვარი–აპრილის მონაცემებით, ტურიზმი უკვე დაახლოებით 69%-ით არის აღდგენილი და ტურიზმიდან ქვეყანამ უკვე მიიღო დაახლოებით 582 მლნ დოლარის შემოსავალი.