https://sputnik-georgia.com/20260708/qvrivishvilma-baqoshi-ministerialshi-miigo-monawileoba-299537379.html
„მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“: საქართველომ ბაქოში მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
„მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“: საქართველომ ბაქოში მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
Sputnik საქართველო
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 08.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-08T17:29+0400
2026-07-08T17:29+0400
2026-07-08T17:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ბაქო
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299528822_0:13:2049:1165_1920x0_80_0_0_fe8c40e37eadfcd9153e278cf2e10934.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ საქართველოსთვის არის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიცია რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.აღნიშნული განცხადება ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ბაქოში მიმდინარე რიგით მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მინისტერიალში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენლები.მისი თქმით, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებს, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების ინტეგრაციას და წვლილს შეიტანს რეგიონის საერთო მიზნის მიღწევაში, რომელიც სუფთა ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ოთხ ქვეყანას შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებს კონსტრუქციული ჩართულობისთვის.ბაქოში გამართული შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პროექტ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, ასევე დეტალურ სამოქმედო გეგმას, რომელმაც მისი განხორციელების შემდგომი ნაბიჯები უნდა განსაზღვროს. მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი არვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრაშ ტოტი და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი კრისტიან ბუსოი.ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე შეთანხმების მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის საკითხებს, ასევე პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალურ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
საქართველო
ბაქო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299528822_0:0:1833:1374_1920x0_80_0_0_4c258e012251c181cdc04a87474d07f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ბაქო , აზერბაიჯანი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ბაქო , აზერბაიჯანი, ახალი ამბები
„მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“: საქართველომ ბაქოში მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ საქართველოსთვის არის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიცია რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღნიშნული განცხადება ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ბაქოში მიმდინარე რიგით მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მინისტერიალში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენლები.
„სუფთა ელექტროენერგიისთვის ახალი მარშრუტების შექმნით, ჩვენ ვაძლიერებთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს ვუწყობთ ბაზრის ინტეგრაციას. შესაბამისად, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ არის ინვესტიცია არა მხოლოდ დღევანდელ ენერგოსისტემებში, არამედ მომავალი თაობების მედეგობასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებს, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების ინტეგრაციას და წვლილს შეიტანს რეგიონის საერთო მიზნის მიღწევაში, რომელიც სუფთა ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ოთხ ქვეყანას შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებს კონსტრუქციული ჩართულობისთვის.
„საქართველოს ამბიციაა, წვლილი შეიტანოს ამ ინიციატივაში არა მხოლოდ თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების მზარდი განვითარებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
ბაქოში გამართული შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პროექტ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, ასევე დეტალურ სამოქმედო გეგმას, რომელმაც მისი განხორციელების შემდგომი ნაბიჯები უნდა განსაზღვროს. მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი არვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრაშ ტოტი და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი კრისტიან ბუსოი.
ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე შეთანხმების მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის საკითხებს, ასევე პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალურ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.