https://sputnik-georgia.com/20220616/zurabishvilis-baqoshi-saertashoriso-porumze-gaemgzavra-267514195.html
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში საერთაშორისო ფორუმზე გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში საერთაშორისო ფორუმზე გაემგზავრა
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თბილისში დაბრუნებას დედაქალაქის ცენტრში მის მიერვე ინიცირებული აქციის დაწყებამდე. 16.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-16T12:51+0400
2022-06-16T12:51+0400
2022-06-16T17:51+0400
საქართველო
ბაქო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265867882_0:0:1663:935_1920x0_80_0_0_fcebb3d8c5ee6024f9304e6b35feb9e3.png
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს ბაქოს IX გლობალურ ფორუმში „გამოწვევები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის“.ფორუმი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი საკითხების გადასაწყვეტად ახალი მიდგომების შემუშავებას, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ღონისძიების გახსნაზე.ფორუმში ათობით ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის სახელმწიფო და მთავრობის მოქმედი და ყოფილი მეთაურები, ასევე ახალგაზრდა ლიდერები.„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტს უგანა: მმართველი პარტია აქციაზე არ მიდის>>>ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თბილისში დაბრუნებას დედაქალაქის ცენტრში მის მიერვე ინიცირებული აქციის დაწყებამდე. ზურაბიშვილმა აქცია ორი დღის წინ დააანონსა და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს მოუწოდა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, რათა „აჩვენონ ერთიანობა და ევროინტეგრაციის მისწრაფება“.პრეზიდენტმა აქციაზე ასევე მიიწვია ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები.აქცია ჩატარდება ევროკავშირის სამიტის წინ (23-24 ივნისი), სადაც განიხილება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
საქართველო
ბაქო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265867882_0:0:1447:1085_1920x0_80_0_0_224bc964e68bb6b47f3e9360e954c0bb.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბაქო , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ბაქო , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში საერთაშორისო ფორუმზე გაემგზავრა
12:51 16.06.2022 (განახლებულია: 17:51 16.06.2022) ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თბილისში დაბრუნებას დედაქალაქის ცენტრში მის მიერვე ინიცირებული აქციის დაწყებამდე.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს ბაქოს IX გლობალურ ფორუმში „გამოწვევები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის“.
ფორუმი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი საკითხების გადასაწყვეტად ახალი მიდგომების შემუშავებას, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ღონისძიების გახსნაზე.
ფორუმში ათობით ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის სახელმწიფო და მთავრობის მოქმედი და ყოფილი მეთაურები, ასევე ახალგაზრდა ლიდერები.
ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თბილისში დაბრუნებას დედაქალაქის ცენტრში მის მიერვე ინიცირებული აქციის დაწყებამდე. ზურაბიშვილმა აქცია ორი დღის წინ დააანონსა და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს მოუწოდა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, რათა „აჩვენონ ერთიანობა და ევროინტეგრაციის მისწრაფება“.
პრეზიდენტმა აქციაზე ასევე მიიწვია ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები.
აქცია ჩატარდება ევროკავშირის სამიტის წინ (23-24 ივნისი), სადაც განიხილება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.