https://sputnik-georgia.com/20220615/qartuli-ocneba-16-ivnisis-aqciaze-ar-midis-267492324.html
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტს უგანა: მმართველი პარტია აქციაზე არ მიდის
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტს უგანა: მმართველი პარტია აქციაზე არ მიდის
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით – ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრიბოს. 15.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-15T16:40+0400
2022-06-15T16:40+0400
2022-06-15T22:13+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814525_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_8d7cbcebf72699a2d4aa8b91f7f957f1.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გადაწყვიტა მონაწილეობა არ მიიღოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაში, რომელმაც, მისი თქმით, საზოგადოების ერთიანობისა და ევროკავშირისკენ სწრაფვის დემონსტრირება უნდა მოახდინოს.გუშინ ზურაბიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, ასევე ევროკავშირის ელჩს საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს თბილისის ცენტრში, ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.უარის მთავარ მიზეზად „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა ის, რომ აქცია არაორგანიზებული იქნება, რადგანაც ორი დღე ძალზე მცირე პერიოდია მასშტაბური აქციის მოსამზადებლად. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ იქნება სერიოზული შეცდომები, მათ შორის ლოჯისტიკის კუთხით.მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 85%-მა უკვე დაუჭირა მხარი ქვეყნის ევროინტეგრაციას.არასწორია შეჯიბრებების გამართვა აქციებით, განაცხადა, თავის მხრივ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა. სუბარმა მიანიშნა პრეზიდენტზე, რომელიც 16 ივნისის აქციაზე იწვევს ხალხს და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომლებმაც მანამდე მოსახლეობას 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდეს.საქართველოს პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის წინააღმდეგია - ოპოზიციის რეაქცია>>>ზურაბიშვილმა, მოუწოდა რა 16 ივნისს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთიანობისკენ, პარალელურად 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს – მოძრაობა „სირცხვილიას“ მისი გადადებისკენ მოუწოდა, რათა არ გაიხლიჩოს საზოგადოება, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის.ზურაბიშვილის იდეა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა. მოძრაობა „სირცხვილიამ" კი განაცხადა: „თუ საქართველოს პრეზიდენტი ღიად დააფიქსირებს პოზიციას, რომ იგი ჩვენს აქციაზე იქნება, ჩვენც მივალთ 16 ივნისის აქციაზე“.რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათი ნაწილი ორივე აქციაში მონაწილეობას გეგმავს.აქციები დაანონსებულია ევროკავშირის სამიტის (23-24 ივნისი) წინ, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814525_49:0:1893:1383_1920x0_80_0_0_9f5dcf886d2a52bcddc205d31fefa48a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტს უგანა: მმართველი პარტია აქციაზე არ მიდის
16:40 15.06.2022 (განახლებულია: 22:13 15.06.2022) საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით – ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრიბოს.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გადაწყვიტა მონაწილეობა არ მიიღოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაში, რომელმაც, მისი თქმით, საზოგადოების ერთიანობისა და ევროკავშირისკენ სწრაფვის დემონსტრირება უნდა მოახდინოს.
გუშინ ზურაბიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, ასევე ევროკავშირის ელჩს საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს თბილისის ცენტრში, ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.
უარის მთავარ მიზეზად „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა ის, რომ აქცია არაორგანიზებული იქნება, რადგანაც ორი დღე ძალზე მცირე პერიოდია მასშტაბური აქციის მოსამზადებლად. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ იქნება სერიოზული შეცდომები, მათ შორის ლოჯისტიკის კუთხით.
„ეს არის სრულიად არასერიოზული ინიციატივა“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 85%-მა უკვე დაუჭირა მხარი ქვეყნის ევროინტეგრაციას.
არასწორია შეჯიბრებების გამართვა აქციებით, განაცხადა, თავის მხრივ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა. სუბარმა მიანიშნა პრეზიდენტზე, რომელიც 16 ივნისის აქციაზე იწვევს ხალხს და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომლებმაც მანამდე მოსახლეობას 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდეს.
ზურაბიშვილმა, მოუწოდა რა 16 ივნისს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთიანობისკენ, პარალელურად 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს – მოძრაობა „სირცხვილიას“ მისი გადადებისკენ მოუწოდა, რათა არ გაიხლიჩოს საზოგადოება, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის.
ზურაბიშვილის იდეა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა. მოძრაობა „სირცხვილიამ" კი განაცხადა: „თუ საქართველოს პრეზიდენტი ღიად დააფიქსირებს პოზიციას, რომ იგი ჩვენს აქციაზე იქნება, ჩვენც მივალთ 16 ივნისის აქციაზე“.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათი ნაწილი ორივე აქციაში მონაწილეობას გეგმავს.
აქციები დაანონსებულია ევროკავშირის სამიტის (23-24 ივნისი) წინ, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.