https://sputnik-georgia.com/20220615/saqartvelos-prezidenti-20-ivnisis-aqciis-winaagmdegia-opoziciis-reaqcia-267488570.html
საქართველოს პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის წინააღმდეგია - ოპოზიციის რეაქცია
საქართველოს პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის წინააღმდეგია - ოპოზიციის რეაქცია
Sputnik საქართველო
აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ დაგეგმილი აქციის გაუქმებას არ აპირებს. 15.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-15T15:19+0400
2022-06-15T15:19+0400
2022-06-15T20:27+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263163828_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_dcf187ce71411d4fd27b4db888e9551c.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებამ თბილისის ცენტრში 20 ივნისს დაანონსებული აქციის „შინ ევროპისკენ“ გადადების შესახებ, რომელიც, მისი აზრით, საზოგადოებას გაყოფს, პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.ამის პარალელურად ზურაბიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს მოუწოდა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, რათა „აჩვენონ ერთიანობა და ევროინტეგრაციის მისწრაფება“.მისი თქმით, გაუგებარია, რა მიზნის მიღწევას სურს ზურაბიშვილს.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე შეკრებისკენ, რომლის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“.„სირცხვილია“ დაგეგმილი აქციის გაუქმებას არ აპირებს.პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ გეგმავენ ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.პარტიის წევრის ლელა ქებურიას განმარტებით, 16 ივნისის აქციის მიზანია იმის დამტკიცება, თითქოს ქართველი ხალხის ნება და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სურვილები იდენტურია.„შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ არ გეგმავს ამ აზრის განმტკიცებაში ხელისუფლებას დაეხმაროს“, – განაცხადა ქებურიამ.საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის მომხრეებს თბილისის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა>>>პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას გეგმავს ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“.„ლელო“ იქნება 16 ივნისის აქციაზე და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზეც... დავდგეთ ერთად, მიუხედავად პოლიტიკური, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსისა“, – დაწერა პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.მისი თქმით, ამ დღეებში საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება. აქცია გაიმართება ევროკავშირის სამიტამდე (23-24 ივნისი), რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.„დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი ყველაზე მაღლა! მივიდეთ 16 ივნისს რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც... დავანახოთ ევროპას და ჩვენს მტრებს, რომ ბევრნი ვართ“, – დაწერა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში.არცერთ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.„დღეს მთავარი ამოცანაა, რომ „ოცნებამ“ რეფორმების გატარების პოლიტიკური ნება დააფიქსიროს. ეს უნდა იყოს მთავარი და არა ის, მოქალაქეები საკუთარ პოზიციას როდის დააფიქსირებენ – 16 თუ 20 ივნისს... ჩვენთვის ნომერი პირველი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან მუშაობაა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურად, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან.რაც შეეხება მმართველ პარტიას, მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ასეთ თემაზე აქციას აანონსებ, უნდა გქონდეს გარანტია, რომ მინიმუმ 100 ათასი ადამიანი შეიკრიბება. კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს მმართველ პარტიასთან კონსულტაციები წინასწარ გაემართა, აღნიშნა კობახიძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263163828_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_c8d1e78b35f6bfa378f7908eb0f75cb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის წინააღმდეგია - ოპოზიციის რეაქცია
15:19 15.06.2022 (განახლებულია: 20:27 15.06.2022) აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ დაგეგმილი აქციის გაუქმებას არ აპირებს.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებამ თბილისის ცენტრში 20 ივნისს დაანონსებული აქციის „შინ ევროპისკენ“ გადადების შესახებ, რომელიც, მისი აზრით, საზოგადოებას გაყოფს, პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ამის პარალელურად ზურაბიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს მოუწოდა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, რათა „აჩვენონ ერთიანობა და ევროინტეგრაციის მისწრაფება“.
„20 ივნისს დაგეგმილი აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას“, – დაწერა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გაუგებარია, რა მიზნის მიღწევას სურს ზურაბიშვილს.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე შეკრებისკენ, რომლის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“.
„სირცხვილია“ დაგეგმილი აქციის გაუქმებას არ აპირებს.
„თუ საქართველოს პრეზიდენტი ღიად დააფიქსირებს პოზიციას, რომ იგი ჩვენს აქციაზე იქნება, მაშინ მეც მზად ვარ მივიდე მის აქციაზე, გვერდით დავუდგე მას და გავახმოვანო ყველა ის მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია ევროპარლამენტის რეზოლუციით“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.
პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ გეგმავენ ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.
პარტიის წევრის ლელა ქებურიას განმარტებით, 16 ივნისის აქციის მიზანია იმის დამტკიცება, თითქოს ქართველი ხალხის ნება და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სურვილები იდენტურია.
„შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ არ გეგმავს ამ აზრის განმტკიცებაში ხელისუფლებას დაეხმაროს“, – განაცხადა ქებურიამ.
პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას გეგმავს ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“.
„ლელო“ იქნება 16 ივნისის აქციაზე და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზეც... დავდგეთ ერთად, მიუხედავად პოლიტიკური, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსისა“, – დაწერა პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამ დღეებში საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება. აქცია გაიმართება ევროკავშირის სამიტამდე (23-24 ივნისი), რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.
„დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი ყველაზე მაღლა! მივიდეთ 16 ივნისს რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც... დავანახოთ ევროპას და ჩვენს მტრებს, რომ ბევრნი ვართ“, – დაწერა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში.
არცერთ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
„დღეს მთავარი ამოცანაა, რომ „ოცნებამ“ რეფორმების გატარების პოლიტიკური ნება დააფიქსიროს. ეს უნდა იყოს მთავარი და არა ის, მოქალაქეები საკუთარ პოზიციას როდის დააფიქსირებენ – 16 თუ 20 ივნისს... ჩვენთვის ნომერი პირველი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან მუშაობაა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურად, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ასეთ თემაზე აქციას აანონსებ, უნდა გქონდეს გარანტია, რომ მინიმუმ 100 ათასი ადამიანი შეიკრიბება. კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს მმართველ პარტიასთან კონსულტაციები წინასწარ გაემართა, აღნიშნა კობახიძემ.