საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის მომხრეებს თბილისის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
პრეზიდენტმა პოლიციას მოუწოდა, უზრუნველყოს ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს, ხუთშაბათს შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, რათა აჩვენონ ერთიანობა და ევროინტეგრაციის მისწრაფება.
მან აქციაზე ასევე მიიწვია ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები.

პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა 19:00 საათზე შეკრებისკენ მხოლოდ ერთი საათით, პოლიციას კი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. აქცია, პრეზიდენტის ჩანაფიქრით, ყოველგვარი განცხადებებისა და პლაკატების გარეშე უნდა წარიმართოს.

პრეზიდენტი ამ ინიციატივით გამოვიდა ევროკავშირის სამიტის მოლოდინში (23-24 ივნისი), სადაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.
თითქმის ნახევარსაათიან გამოსვლაში ზურაბიშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, საქართველოს პარტნიორებისგან იზოლაციის საფრთხეზე. ამის მიზეზად პრეზიდენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მოქმედებები დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0