https://sputnik-georgia.com/20220111/saqartvelos-samepo-nacionaluri-baleti-baqoshi-midis-263515482.html
საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი გასტროლზე ბაქოში მიდის
საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი გასტროლზე ბაქოში მიდის
Sputnik საქართველო
„ქართული ცეცხლი“–შოუ, რომელიც ყველას აოცებს
2022-01-11T11:50+0400
2022-01-11T11:50+0400
2023-08-17T19:45+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ბაქო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/12/249234476_0:84:1101:703_1920x0_80_0_0_50608fe84018d5113d3be354d7fa754a.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი 12 თებერვალს ბაქოში კონცერტს გამართავს – ჰეიდარ ალიევის სასახლის სცენაზე მაყურებელი იხილავს კაშკაშა შოუს „ქართული ცეცხლი“.„ქართული ცეცხლი“ – ეს არის ლირიკული შოუ, რომელიც მაყურებელს თვითმყოფად ქართულ კულტურას აცნობს და ხალხური ცეკვის მომაჯადოებელ სამყაროში ჩაძირავს.პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ მისი მომზადებისას გამოყენებულ იქნა ახალი მიდგომა: „ქართული ცეცხლი“ – ეს ცალკეული საცეკვაო ნომრების ერთობლიობა არაა, ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ერთი იდეა და სიუჟეტის ხაზი აერთიანებს. „სამეფო ნაციონალური ბალეტი" საქართველოში 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს. ანსამბლი ინარჩუნებს ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციებს, მას ასევე ახასიათებს ნოვატორობა და მაღალი პროფესიული დონე.ბალეტის მოცეკვავეები არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ანსამბლის მიზანია ქართული ცეკვის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
ბაქო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/12/249234476_0:0:1101:825_1920x0_80_0_0_d35f39dbae8f3d4eb333d8a0e1fb71f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო აზერბაიჯანი ბალეტი ჰეიდარ ალიევის სასახლე კულტურა
საქართველო აზერბაიჯანი ბალეტი ჰეიდარ ალიევის სასახლე კულტურა
საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი გასტროლზე ბაქოში მიდის
11:50 11.01.2022 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ქორეოგრაფიული პროგრამა „ქართული ცეცხლი“ უკვე 80 ქვეყანაში აჩვენეს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი 12 თებერვალს ბაქოში კონცერტს გამართავს – ჰეიდარ ალიევის სასახლის სცენაზე მაყურებელი იხილავს კაშკაშა შოუს „ქართული ცეცხლი“.
„ქართული ცეცხლი“ – ეს არის ლირიკული შოუ, რომელიც მაყურებელს თვითმყოფად ქართულ კულტურას აცნობს და ხალხური ცეკვის მომაჯადოებელ სამყაროში ჩაძირავს.
პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ მისი მომზადებისას გამოყენებულ იქნა ახალი მიდგომა: „ქართული ცეცხლი“ – ეს ცალკეული საცეკვაო ნომრების ერთობლიობა არაა, ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ერთი იდეა და სიუჟეტის ხაზი აერთიანებს.
„სამეფო ნაციონალური ბალეტი" საქართველოში 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს. ანსამბლი ინარჩუნებს ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციებს, მას ასევე ახასიათებს ნოვატორობა და მაღალი პროფესიული დონე.
ბალეტის მოცეკვავეები არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ანსამბლის მიზანია ქართული ცეკვის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.