https://sputnik-georgia.com/20220519/baqoshi-caspian-agro-2022-saqartvelos-stendi-gaixsna-266748521.html
ქართული აგრარული კომპანიები საკუთარი პროდუქციით ბაქოს გამოფენაში მონაწილეობენ
ქართული აგრარული კომპანიები საკუთარი პროდუქციით ბაქოს გამოფენაში მონაწილეობენ
Sputnik საქართველო
გამოფენას ყოველწლიურად 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. 19.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-19T12:41+0400
2022-05-19T12:41+0400
2022-05-19T17:02+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
ბაქო
ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23368/29/233682914_0:50:2001:1175_1920x0_80_0_0_648a2914653cd1c0ec8d3ba221acc071.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO-2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა, რომელზეც ქართულმა კომპანიებმა სხვადასხვა სახის პროდუქცია წარადგინეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.CASPIAN AGRO – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.CASPIAN AGRO-ს ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.ქართული ღვინო გამოფენა Prowein Dusseldorf-ზე წარადგინეს>>>გამოფენაზე, რომელიც 18-20 მაისის პერიოდში იმართება, საკუთარი პროდუქცია წარადგინეს ქართულმა კომპანიებმა: შპს ქართული აგროპროდუქტი, შპს ინვეტი, შპს ბადაგი+, შპს რუხი ქვინი, შპს ბლუბერი ფარმი, შპს ჯეონატურალსი, შპს ხილარი, შპს ბენჯი, შპს მომავლის მეღვინეობა, შპს FOODOLIZ, შპს ჩირიფრუტი, შპს კამპა, შპს MOTION TECHNOLOGY და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარდგენილი იყო ქართული ალკოჰოლური სასმელები, კაკალი, მშრალი ხილი, ორგანული წვენები, თაფლი, სხვადასხვა სახის კონსერვები, ცხოველთა კომბინირებული საკვები და სხვ.ქართული სტენდი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმაც დაათვალიერა, რომელმაც ქართველ მეწარმეებს წარმატება უსურვა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.ქართული მხრიდან გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.როგორც ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სახელმწიფოს მიერ გამოფენებში ქართველი მეწარმეების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.
საქართველო
აზერბაიჯანი
ბაქო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23368/29/233682914_182:0:1817:1226_1920x0_80_0_0_bcdd6105e2e2215095489d8a7e93914e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, ბაქო , ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, ბაქო , ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული აგრარული კომპანიები საკუთარი პროდუქციით ბაქოს გამოფენაში მონაწილეობენ
12:41 19.05.2022 (განახლებულია: 17:02 19.05.2022) გამოფენას ყოველწლიურად 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO-2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა, რომელზეც ქართულმა კომპანიებმა სხვადასხვა სახის პროდუქცია წარადგინეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
CASPIAN AGRO – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.
CASPIAN AGRO-ს ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.
გამოფენაზე, რომელიც 18-20 მაისის პერიოდში იმართება, საკუთარი პროდუქცია წარადგინეს ქართულმა კომპანიებმა: შპს ქართული აგროპროდუქტი, შპს ინვეტი, შპს ბადაგი+, შპს რუხი ქვინი, შპს ბლუბერი ფარმი, შპს ჯეონატურალსი, შპს ხილარი, შპს ბენჯი, შპს მომავლის მეღვინეობა, შპს FOODOLIZ, შპს ჩირიფრუტი, შპს კამპა, შპს MOTION TECHNOLOGY და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარდგენილი იყო ქართული ალკოჰოლური სასმელები, კაკალი, მშრალი ხილი, ორგანული წვენები, თაფლი, სხვადასხვა სახის კონსერვები, ცხოველთა კომბინირებული საკვები და სხვ.
ქართული სტენდი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმაც დაათვალიერა, რომელმაც ქართველ მეწარმეებს წარმატება უსურვა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ქართული მხრიდან გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.
„ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა კომპანიებმა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღეს. ვფიქრობ, გამოფენა იძლევა შესაძლებლობას, ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის არეალი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
როგორც ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სახელმწიფოს მიერ გამოფენებში ქართველი მეწარმეების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.