https://sputnik-georgia.com/20220126/rusi-diplomati-saqartevlo-moisurvebs-platforma-3-plus-3-cartvas-263903590.html
რუსი დიპლომატი: საქართველო მოისურვებს პლატფორმა „3+3“-ში ჩართვას
რუსი დიპლომატი: საქართველო მოისურვებს პლატფორმა „3+3“-ში ჩართვას
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი უარს ამბობს ამიერკავკასიის შესახებ პროექტში მონაწილეობაზე. ბოჩარნიკოვი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის პროექტში მონაწილეობის კარი ღიაა
2022-01-26T18:34+0400
2022-01-26T18:34+0400
2023-07-20T15:54+0400
რუსეთი
ახალი ამბები
კავკასია
საქართველო
ირანი
ბაქო
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260025388_0:148:3117:1901_1920x0_80_0_0_24efaadbffea79084ee9bd0676cf1ae0.jpg
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. რუსეთის ელჩი აზერბაიჯანში მიხაილ ბოჩარნიკოვი მიიჩნევს, რომ საქართველო მოინდომებს თანამშრომლობის ფორმატთან „3+3“ შეერთებას, როდესაც დაინახავს პროექტის პროდუქტიულობას.გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში კონსულტაციური რეგიონული პლატფორმის „3+3“ პირველი სხდომა გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის თანათავმჯდომარეობით. მანამდე საქართველოს საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ თბილისი უარს ამბობს ამიერკავკასიის შესახებ პროექტში მონაწილეობაზე.როდესაც ელჩი ამ ფორმატთან საქართველოს შეერთების საკითხს შეეხო, აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის გადაწყვეტილებაა და როდესაც საქართველო ამას მოისურვებს, კარი ღია იქნება.„როდესაც პლატფორმის „3+3“ პროდუქტიულობას დაინახავს, საქართველო მოინდომებს პროიექტში ჩართვას“, – აღნიშნა ბოჩარნიკოვმა.უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, რადგანაც რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ, რუსულ მხარეს ნაკლები შესაძლებლობები აქვს, აუხნას მას პლატფორმის სარგებელი, რუსეთმა მიმართა თურქეთს, აზერბაიჯანს, რომ მათ თბილისისთვის ახალი ფორმატის უპირატესობები წარედგინათ. ეს საქართველოს პოლიტიკურ ჭრილში არაფერს ავალდებულებს, დასძინა ლავროვმა.ამ დღეებში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა ანკარის გეგმის შესახებ, რომ თურქეთში პლატფორმის „3+3“ ფარგლებში მორიგი რეგიონული შეხვედრის გამართვა იგეგმება, იუწყება თურქეთის ლიდერის კანცელარია.
საქართველო
ირანი
ბაქო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260025388_193:0:2924:2048_1920x0_80_0_0_5a19ba10356ee49fd11282cf052bd4eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფორმატი პროექტი საქართველო რუსეთი აზერბაიჯანი თურქეთი ირანი აზერბაიჯანი სომხეთი
ფორმატი პროექტი საქართველო რუსეთი აზერბაიჯანი თურქეთი ირანი აზერბაიჯანი სომხეთი
რუსი დიპლომატი: საქართველო მოისურვებს პლატფორმა „3+3“-ში ჩართვას
18:34 26.01.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) როგორც კი საქართველო პლატფორმასთან შეერთებას მოინდომებს, კარი ღია იქნება, აღნიშნა ელჩმა.
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. რუსეთის ელჩი აზერბაიჯანში მიხაილ ბოჩარნიკოვი მიიჩნევს, რომ საქართველო მოინდომებს თანამშრომლობის ფორმატთან „3+3“ შეერთებას, როდესაც დაინახავს პროექტის პროდუქტიულობას.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში კონსულტაციური რეგიონული პლატფორმის „3+3“ პირველი სხდომა გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის თანათავმჯდომარეობით. მანამდე საქართველოს საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ თბილისი უარს ამბობს ამიერკავკასიის შესახებ პროექტში მონაწილეობაზე.
„გვჯერა, რომ პლატფორმა „3+3“ განამტკიცებს ნდობას, ასევე ჰუმანიტარულ, კულტურულ, ეკონომიკურ ურთიერთობებს, დაეხმარება საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირების გახსნას რეგიონში“, – განაცხადა ბოჩარნიკოვმა, იუწყება
РИА Новости.
როდესაც ელჩი ამ ფორმატთან საქართველოს შეერთების საკითხს შეეხო, აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის გადაწყვეტილებაა და როდესაც საქართველო ამას მოისურვებს, კარი ღია იქნება.
„როდესაც პლატფორმის „3+3“ პროდუქტიულობას დაინახავს, საქართველო მოინდომებს პროიექტში ჩართვას“, – აღნიშნა ბოჩარნიკოვმა.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, რადგანაც რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ, რუსულ მხარეს ნაკლები შესაძლებლობები აქვს, აუხნას მას პლატფორმის სარგებელი, რუსეთმა მიმართა თურქეთს, აზერბაიჯანს, რომ მათ თბილისისთვის ახალი ფორმატის უპირატესობები წარედგინათ. ეს საქართველოს პოლიტიკურ ჭრილში არაფერს ავალდებულებს, დასძინა ლავროვმა.
ამ დღეებში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა ანკარის გეგმის შესახებ, რომ თურქეთში პლატფორმის „3+3“ ფარგლებში მორიგი რეგიონული შეხვედრის გამართვა იგეგმება, იუწყება თურქეთის ლიდერის კანცელარია.