ესპანეთი, ესპანეთის სამეფო – სახელმწიფო ევროპის, სამხრეთ–დასავლეთით პირენეის ნახევარკუნძულზე. ესპანეთს ესაზღვრებიან საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. არის კონსტიტუციური მონარქია, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომლებიც შედგება სენატისა და კონგრესისგან. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. ესპანეთის შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, ასევე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ორი ავტონომიური ქალაქი. ესპანეთის დედაქალაქია მადრიდი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა (1936–1939). 1975 წლამდე წსპანეთს მართავდა დიქტატორი გენერალი ფრანსისკო ფრანკო. ამის შემდეგ ქვეყანაში აღდგა მონარქია. ესპანეთი ევროკავშირის წევრია 1986 წლიდან. ესპანეთი ცნობილია თავისი დიდი, მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურით. უდიდესი ესპანელები იყვნენ ველასკესი, გოია, პიკასო, დალი. ესპანურ ულტურასა და ტრადიციებზე თავისი კვალი დატოვა სხვადასხვა ერის, რელიგიისა და კულტურის ზემოქმედებამ.
გაეცანით ახალ ამბებს ესპანეთის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.