მაკა ბოჭორიშვილი გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Stringer მაკა ბოჭორიშვილი
 მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2025
გამოწერა
კონფერენცია, რომელიც მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება, 30 ივნისი-1 ივლისის პერიოდში გაიმართება.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონფერენცია, რომელიც მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება, 30 ივნისი-1 ივლისის პერიოდში გაიმართება.
აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისთვის საერთაშორისო ფინანსური არქიტექტურის რეფორმაზე და ფინანსების მობილიზებაზე მსჯელობს.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი - ღონისძიებას გახსნის ესპანეთის მეფე ფელიპე VI.
მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა ღონისძიების გენერალური დებატების ფარგლებში, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, საქართველოს რეგიონულ როლზე და ქვეყნის გამოცდილებაზე ეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების და ზრდის თვალსაზრისით.
კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს 70-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
ყველა ახალი ამბავი
0