საქართველოს ნაკრების გასვლით მატჩებზე ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება

© National football team of Georgiaსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები  - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2025
გამოწერა
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები E ჯგუფის ცხრილში 3 ქულით მეორე ადგილზეა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გასვლით მატჩებზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის დასასწრები ბილეთების გაყიდვა 16 და 17 სექტემბერს BILETEBI.GE-ს ვებგვერდზე დაიწყება, იუწყება ფეხბურთის ფედერაცია.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები E ჯგუფის ცხრილში 3 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე ესპანეთია (6), მესამეზე თურქეთი (3), ხოლო ბოლო ადგილზე ბულგარეთი (0).
ესპანეთი-საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა 16 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ღირებულება 115 ლარია და სტუმარი გუნდის სექტორშია განლაგებული (Away Sector – Visitante).
ბილეთების შეძენისას თითოეული მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სახელი და გვარი (ლათინური ასოებით).
აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მოწოდებული ინფორმაცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მონაცემებს. ერთ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს არაუმეტეს ორი ბილეთისა.
შეძენილი ბილეთების მისაღებად აუცილებელია:
ტელეფონში გქონდეთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბილეთების აპლიკაცია RFEF Tickets (IOS/Android);
აპლიკაციაში უნდა დარეგისტრირდეთ ელ.ფოსტით, რომელსაც BILETEBI.GE-ზე ბილეთების შეძენის დროს მიუთითებთ;
შეძენილ ბილეთს მომხმარებელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბილეთების აპლიკაციაში მატჩამდე ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს;
სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ აპლიკაციაში მიღებული ელექტრონული ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
თურქეთი - საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება 17 სექტემბერს, 12:00 საათზე. ბილეთის ფასი 85 ლარია და განლაგებულია სტადიონის 316A, 316B და 317 სექტორებში.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:
პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სახელი და გვარი ლათინურად
აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მონაცემებს
ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
შეძენილი ბილეთი მფლობელს გაეგზავნება მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ელექტრონული ფოსტით მიღებული ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
საქართველოს ნაკრებმა პირველი შესარჩევი ციკლის მატჩი თურქეთთან 4 სექტემბერს ანგარიშით 2:3 წააგო, ხოლო სამი დღის შემდეგ ბულგარეთი ანგარიშით 3:0 მოუგო. ორივე მატჩი თბილისში გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0