https://sputnik-georgia.com/20251008/madridshi-gamopenaze-qartuli-pavilioni-waradgines-295292822.html
მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი იყო წარმოდგენილი
მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი იყო წარმოდგენილი
Sputnik საქართველო
გამოფენის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები ბიზნესოპერატორებთან. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T13:43+0400
2025-10-08T13:43+0400
2025-10-08T13:43+0400
საქართველო
ესპანეთი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/18/264746244_0:189:3189:1983_1920x0_80_0_0_4048e39141c64769d8c0e612082223c1.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ეპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction-ზე ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების სტენდები. საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 2,2 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. სტენდები 120 ათასზე მეტმა პირმა დაათვალიერა. ხილისა და ბოსტნეულის საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction 2025 მადრიდში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე გაიმართა. Fruit Attraction არის ხილისა და ბოსტნეულის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა. იგი აერთიანებს დარგის პროფესიონალებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და ათასობით ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები, გააფართოონ ბაზრები და წარადგინონ თავიანთი პროდუქცია გლობალურ აუდიტორიას. გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/18/264746244_306:0:3037:2048_1920x0_80_0_0_0dd69fa4c52f8e2a38bbf86e071d5917.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ესპანეთი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ესპანეთი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი იყო წარმოდგენილი
გამოფენის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები ბიზნესოპერატორებთან.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ეპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction-ზე ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების სტენდები.
საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 2,2 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. სტენდები 120 ათასზე მეტმა პირმა დაათვალიერა.
ხილისა და ბოსტნეულის საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction 2025 მადრიდში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე გაიმართა.
Fruit Attraction არის ხილისა და ბოსტნეულის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა. იგი აერთიანებს დარგის პროფესიონალებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და ათასობით ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები, გააფართოონ ბაზრები და წარადგინონ თავიანთი პროდუქცია გლობალურ აუდიტორიას.
გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.