„ვილიარეალი“ მზადაა მიქაუტაძეს დაემშვიდობოს, მაგრამ მხოლოდ 75 მლნ ევროს სანაცვლოდ

© video: Sputnik / Stringerგიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2026
გამოწერა
„ნიუკასლი“ და „ბარსელონა“ ქართველი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს იჩენენ.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ესპანურმა კლუბმა „ვილიარეალმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევრომდე გაზარდა, წერს ფრანგული გამოცემა BeFootball.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნიუკასლი“ მზად იყო 25 წლის ფეხბურთელი 55 მილიონი ევროდ გამოისყიდო.
„პოტენციური მსურველების შესაკავებლად „ვილიარეალმა“ გიორგი მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამ დროისთვის ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერზე კლუბს არანაირი შეთავაზება არ მიუღია“, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა.
ამასობაში, ესპანური მედია იუწყება, რომ ხულიან ალვარესის წარუმატებელი ტრანსფერის შემდეგ, ქართველი თავდამსხმელი „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე გახდა.
მიქაუტაძე, 13 გოლით, 2025/2026 წლების სეზონში „ვილიარეალის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა და „ყვითელი სუბმარინას“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში დაეხმარა.
„ვილიარეალმა“ მიქაუტაძე ფრანგული კლუბ „ლიონისგან“ 2025 წლის ზაფხულში 30 მილიონ ევროდ გამოისყიდა. იმ დროს მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0