გიორგი ქოჩორაშვილს ესპანურ კლუბ „სევილიაში“ გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

© Levante UDგიორგი ქოჩორაშვილი
გიორგი ქოჩორაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2026
გამოწერა
მედიის ცნობით, „სევილია“ ქოჩორაშვილის სამაცვლოდ 4 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაიხდის.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ესპანურმა „სევილიამ“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე პორტუგალიურ „სპორტინგიდან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, ინფორმაციას ესპანური გამოცემა Estadio Deportivo ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, „სევილიის“ სპორტულმა დირექტორმა, ხოსე იგნასიო ნავარომ ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სპორტინგთან“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
„ესპანური კლუბი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერს ახლავე გამოისყიდის. ლისაბონელებმა საწყისი მოთხოვნა (5.5 მილიონი ევრო) საბოლოოდ შეამცირეს და კლუბები შეთანხმდნენ, რომ „სევილია“ 27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერში ოთხ მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება“, – წერს Estadio Deportivo.
„20 აგვისტოს, სამედიცინო შემოწმებას გავლის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიასთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით“, - წერს პორტუგალიური გაზეთი Record.
ქოჩორაშვილმა 2025/2026 წლების სეზონში „სპორტინგის“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეში სასტარტო შემადგენლობაში იყო და სეზონის მეორე ნახევარში რეაბილიტაციას გადიოდა.
ქოჩორაშვილმა „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2025 წლის აპრილში გააფორმა, თუმცა თამაში სეზონის ბოლომდე ესპანურ კლუბ „ლევანტეში“განაგრძო. Transfermarkt-ის ცნობით, პორტუგალიელმა კოჩორაშვილში 5,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ყველა ახალი ამბავი
0